ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
({{commonscat|Ulumbo monastery}})
[[ფაილი:Ulumba.jpeg|thumb|300px|ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია]]
[[ფაილი:Ulumba.jpeg|thumb|300px|ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია]]'''ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი დგას [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]] დასავლეთით, [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს [[ხეობა]]ში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად [[ეკლესია]] აგებულია [[1871]] წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
 
ულუმბის [[მონასტერი]] ერთ-ერთ [[ასურელი მამები|ასურელ მამათაგანს]] [[მიქაელ ულუმბოელი|მიქაელ ულუმბოელს]] დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). [[XIV საუკუნე]]ში ულუმბის მონასტერი [[თემურლენგი]]ს ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. [[XIX საუკუნე]]ში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო [[ქუცნა ამირეჯიბი]]სა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.