ფრიზული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

== გავრცელება ==
ფრიზიულად [[გერმანია]]-ნიდერლანდების საზღვარზე მცხოვრები ხალხები მეტყველებენ, რომელთაც [[ფრიზები|ფრიზებს]] უწოდებენ. ფრიზიული გავრცელებულია ძირითადად ისტორიულ [[ფრიზია|ფრიზიაში]] — ფრისლანდიაში, დასავლეთფრიზული კუნძულების ტერსჰელინგისა და სჰირმონიკოგის ჩათვლით ასევე გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში, ზატერლანდში — [[ქვემო საქსონია]]; უკიდურეს ჩრდილოეთში — [[შლეზვიგ-ჰოლშტაინი|შლეზვიგ-ჰოლშტაინის]] მხარე ჩრდილოფრიზული კუნძულების და კუნძულ ჰელგოლანდის ჩათვლით. ფრიზები რაოდენობრივად დაახლოებით დაახლ. 400 000 კაცია.
== სახელწოდებისნომინაციის პრობლემა ==
=== თვითსახელრქმევა ===
თავად ფრიზები თავიანთ თავს სხვადასხვა ფორმით მოიხსენებიენ; დასავლელი ფრიზები იტყვიან ფორმა '''Frysk'''-ს [''ფრისკ''], ჩრდილოელები - fresk-ს [''ფრესკ''], ან '''frasch'''-ს [''ფრაშ''] ამბობენ, ხოლო თვითსახელდების მეტ-ნაკლებად გავრცელებული, ან ყველა კუთხისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ფორმებია '''Friisk''' [''ფრიისკ''], ანდა '''Fräisk''' [''ფრეისკ''].
=== ენა, ენები, დიალექტი, თუ მეტყველება ===
 
წინათ, ფრიზიული ენა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული — [[ნიდერლანდები|ნიდერლანდების]] ეიოიდერსეს ყურიდან [[დანია|დანიის]] სამხრეთ ნაპირებამდე. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნეში]] ფრისლანდიამ დამოუკიდებლობა დაკარგა და ენაც [[ნიდერლანდური ენა|ნიდერლანდურის]] მიერ განიდევნა ოფიციალური მოხმარების სფეროდან, რის შედეგადაც ფრიზიულმა ენამ მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო მნიშვნელობა შეინარჩუნა.
 
ფრიზიულ ენებს ყოფენ სამ ერთეულად, რომელთაც ზოგი ენათმეცნიერი სამ [[ენა (ენათმეცნიერება)|ენად]] განიხილავს, ხოლო ზოგიერთი კი ერთი ენის სამ დიალექტად მიიჩნევს მათ. ფრიზიული ენა ყველაზე ახლოს დგას ძველინგლისურთან, ამის მიუხედავად, თანამედროვე [[ინგლისური ენა|ინგლისურად]] მოლაპარაკე ადამიანს ფრიზიული ენის გაგება გაუჭირდება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ფრიზიულს ხშირად შეცდომით ნიდერლანდურთან აიგივებენ.