მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''აფონსუ III''' ([[პორ.]] Afonso III) ([[1210]] -- [[16 თებერვალი]] [[1279]]) [[პორტუგალია|პორტუგალიის]] მეფე [[ბურგუნდიული დინასტია (პორტუგალია)|ბურგუნდიელთა]] დინასტიიდან [[1248]] - 1279 წლებში. [[აფონსუ II (პორტუგალია)|აფონსუ II]]ს და [[ურაკა კასტილიელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1235]] წელს მატილდაზე, [[რენო დე მარტინი]]ს ასულზე და [[1254]] წელს [[ბეატრისა გუსმანი]], [[ალფონსო X (კასტილია)|ალფონსო X]]ს, [[კასტილია|კასტილიის]] მეფის უკანონო შვილზე.
 
[[1245]] წლიდან, როდესაც აფონსუს უფროსი ძმა [[სანშუ II (პორტუგალია)|სანშუ II]] გადააყენეს და იგი ფაქტიურად მმართავდა ქვეყანას. [[1248]] წელს კი კორტესებმა იგი ოფიციალურად მეფედ აღიარეს. მან განაახლა [[არაბები|არაბებთან]] ომი და დაპყრო მთელი [[ალგარვაალგარვი]]. აფონსუ ზრუნავდა მიწათმოქმედების განვითარებაზე, დაპყრობილ ტერიტორიებზე ასახლებდა ქრისტიან კოლონისტებს და ქმნიდა ახალ დასახლებებს. ძალაუფლების გამყარების შემდეგ, მან დაიწყო სასულიერო პირების უფლებების შეზღუდვა. [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსები]] ჩიოდნენ, რომ იგი ითვისებს ეკლესიის მამულებს, ართმევს შემოსავლებს და აიძულებს სასულიერო პირებს დაემორჩილონ საერო სამართალს. [[რომის პაპი]] [[გრიგოლ IX]] დაემუქრა აფონსუს ეკლესიისგან განკვეთით. ალფონსუ არწმუნებდა პაპს, რომ პატივს სცემს მას, მაგრამ აგრძელებდა თავის პოლიტიკას. [[1277]] წლამდე მას გასდიოდა ეს პოლიტიკა, მაგრამ ბოლოს იგი განკვეთეს ეკლესიისგან. მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1279 წელს შეურიგდა იგი სასულიერო პირებს, და დაპირდა 1245 წელს მიცემული დაპირებების შესრულებას.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
ანონიმური მომხმარებელი