ანდრია ბენაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილი''' (* [[23 მარტი]]/[[4 აპრილი]], [[1868]], [[თბილისი]]; † [[28 ივნისი]], [[1941]], [[სოხუმი]]) - ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
ანდრია ბენაშვილი დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 10 წლის ანდრია მამამ თბილისის კადეტთა კორპუსში მიაბარა, სადაც იგი შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა.
 
კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ა. ბენაშვილი შედის მოსკოვის ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 18 წლის ასაკში. წარჩინებულ კურსდამთარებულს უფლება ჰქონდა აერჩია მომავალი სამუშაო ვაკანსია და [[1887]] წელს იგი თბილისშია სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში. იგი სამხედრო სამსახურით არ იზღუდება და მშობლიური ხალხის კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილ ხდება. ამ პერიოდს ეკუთვნის ა. ბენაშვილის ლიტერატურული მოღვაწეობაც. იგი აქვეყნებს რამდენიმე მოთხრობას, ხოლო “ივერიაში” იბეჭდება მისი პიესები “დაუსრულებელი ამბავი, ანუ თელაველი ოტელო”, “დროთა ბრუნვა” და სხვა.
 
ა. ბენაშვილის ოცნებაა უმაღლესი განათლების მიღება. [[1896]] წელს იგი ირიცხება გენერალური შტაბის აკადემიის გეოდეზისტურ განყოფილებაზე, სადაც მიღება მკაცრად შეზღუდული იყო. კურსდამთავრებულს ენიჭებოდა გეოდეზისტის მეცნიერული წოდება. გეოდეზისტის წოდება კი უთანაბრდებოდა ასტრონომიისა და გეოდეზისტის დოქტორის ხარისხს.
ხაზი 10:
[[1899]] წ. იგი ორი წლით იგზავნება პულკოვოს მთავარ ასტრონომიულ ობსერვატორიაში, სადაც წერს დისერტაციას, რომელიც გენ. შტაბის აკადემიის კონფერენციის მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო მეცნიერული მიღწევა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ორმა კურსდამთავრებულმა დაიცვა დისერტაცია და პირველი სწორედ ა. ბენაშვილი იყო. მას დაუყოვნებლივ ნიშნავენ ტრიანგულაციის დასავლეთის სასაზღვრო სივრცის სამმართველოს უფროსად. [[1902]] წლიდან მას იწვევენ პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოდეზიის კათედრის გამგედ და ა. ბენაშვილი იწყებს უმაღლეს სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას, რაც თითქმის 40 წელი გაგრძელდა.
 
[[1905]] წელს პარალელურად ასრულებს გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრის გამგის მოვალეობებს სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში. [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] ფრონტებზე გენერალური შტაბის ოფიცერთა დიდი ნაკლებობის გამო იგი მოქმედ არმიაში მიდის, სადაც დიდი წარმატებით მოღვაწეობს, იღებს შემდეგ წოდებებს: პოლკის მეთაური, დივიზიის შტაბის უფროსი; აღწევს გენერალ-ლეიტენანტის ჩინს. [[1918]] წლიდან იგზავნება კავკასიის ფრონტზე არმიის უფროსის თანამდებობაზე.
 
ანდრია ბენაშვილის ჩამოსვლა ქართული უნივერსიტეტის გახსნის დამამთავრებელ ეტაპს ემთხვევა. [[ჯავახიშვილი, ივანე|ივანე ჯავახიშვილი]] კარგად იცნობდა ა. ბენაშვილის მოღვაწეობას. მისი ჩამოსვლა თბილისში ბედნიერი შემთხვევითობა არ ყოფილა. ქართულ უნივერსიტეტში მუშაობა ანდრია ბენაშვილისთვის ჭაბუკობისდროინდელი ოცნების ასრულება იყო. ამიტომაც იგი ღირსეულად ჩადგა ივ. ჯავახიშვილის თანამოსაგრეთა რიგებში და სავსებით დამსახურებულად ითვლება ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებლად.
 
[[მელიქიშვილი, პეტრე|პეტრე მელიქიშვილი]] და ანდრია ბენაშვილი პირველი პროფესორები იყვნენ ბუნებისმეტყველების დარგში. მათ შემდგომში [[რაზმაძე, ანდრია|ანდრია რაზმაძეც]] შეუერთდათ.
 
[[1919]] წელს პროფ. ა. ბენაშვილს დაევალა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანობა. ა. ბენაშვილი თავმჯდომარეობდა პროფესორთა საბჭოს იმ სხდომას, სადაც ივ.ჯავახიშვილი თბილისითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.
 
[[1921]] წლის 30 სექტემბერს ა. ბენაშვილი ხსნის აგრონომიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს პირველი სხდომას. ამით არ ამოიწურება მისი როლი აგრონომიული ცოდნის ამ კერის მიმართ. პროფ. ა. ბენაშვილია გეოდეზიის სწავლების დამწყები საქართველოში. პროფ. ა. ბენაშვილი ყველა იმ წინასწარ მოსამზადებელი საორგანიზაციო ღონისძიების აქტიური მონაწილეა, რომელმაც შესაძლებელი გახადა [[1922]] წლის იანვრიდან თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნა.
ხაზი 30:
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი სამხედრო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1868]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1941]]