ეგეოსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 18:
[[ფაილი:NAMA Akrotiri 2.jpg|thumb|„მოკრივე ბიჭები“ კუნძულ სანტორინიდან]]გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში კრეტის კულტურამ თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია; ამავე პერიოდში მოხდა მისი დაქვეითებაც. განსაკუთრებული ადგილი დაიკავა კნოსოსმა, რომელსაც ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარში მჭიდრო კავშირი ჰქონდა კონტინენტურ [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]], [[ბერძნული კულტურა|ელადურ კულტურასთან]]. ამ ხანის კნოსოსის ფრესკებზე გადმოცემულია ცხოვრებისეული სცენები, ადამიანის წამიერი განცდები. აღსანიშნავია გაპრიალებული მინოსური კერამიკა, რომლებზეც მოცემულია სტილიზებული ორნამენტი, ზღვის სამყარო, საკულტო სიმბოლოები, აგრეთვე ფუფუნების საგნები, ამულეტები გემები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სასახლეები, რომლებშიც მრავალრიცხოვანი დარბაზები, გასასვლელები, სააბაზანო ოთახები, წყალსადენები იყო. მინოსურ ხელოვნებაში იგრძნობა სწრაფვა მცირე ზომებისა და ინტიმურობისაკენ. განვითარებული ყოფილა დამწერლობა. უკვე ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან კ. კრეტაზე ხმარებაში უნდა ყოფილიყო იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული დამწერლობა. განსაკუთრებით საინტერესოა [[ფესტოს დისკი|ფესტოსის დისკო]], რომელზეც მატრიცებით ამოტვიფრულია დამწერლობის სრულიად უცხო ნიშნები. მისი პარალელები ძველ სამყაროში ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება. ყველაზე მეტად გავრცელებული ყოფილა მინოსური A-ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობა (აღმოჩენილია 300-მდე დოკუმენტი) და მისგან განვითარებული B-ხაზოვანი, რომლის გამოყენებით შედგენილი დოკუმენტი მრავლადაა აღმოჩენილი კნოსოსსა და კონტინენტურ საბერძნეთში ([[მიკენი]], [[პილოსი]]). ამავე წრეს განეკუთვნება კვიპროსული C-ხაზოვანი დამწერლობაც. აღნიშნულ სისტემათაგან ამ ეტაპზე გაშიფრულია B-ხაზოვანი დამწერლობა (1952, მ. ვენტრისი), რომელიც, როგორც ჩანს, უმთავრესად ბერძნულენოვანი დოკუმენტებისათვის გამოიყენებოდა. გვიანდელი ბრინჯაოს ხანა კონტინენტურ საბერძნეთში აღინიშნა [[მიკენის კულტურა|მიკენის კულტურის]] აღმავლობით. მიკენში, არგოლიდაში, ორქომენოსში და სხვა დასახლებებში მინოსური კულტურის ძლიერ გავლენასთან ერთად დამოუკიდებელ ნიშნებსაც ვხვდებით. ძვ.წ. 1300 წლისათვის მიკენი კულტურის ცენტრად იქცევა, რაც სავსებით შეესაბამება ჰომეროსის ეპოსში წარმოდგენილ სურათს. მიკენურ კულტურას ახასიათებს ფერდობზე განლაგებული მეგარონის ტიპის გამაგრებული მონუმენტური სასახლეები, რომელთა ძირშიც მჭიდროდ დასახლებული დაბები იყო, შახტური და გუმბათიანი სამარხები. ხელოვნებაში შეინიშნება სტატიკურობა და სიმკაცრე. ფრესკებზე უმთავრესად საბრძოლო სცენებია გამოსახული. მიკენის კერამიკაში ჩნდება ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებანი. მაღალ დონეზე იდგა ბრინჯაოსა და ოქროსგან სხვადასხვა ნივთების დამზადება. დიდებულთა სასახლეებში შეინიშნება სწრაფვა ასეთი ნივთების დაგროვებისაკენ. მიკენური პროდუქციისათვის შეიქმნა სტანდარტები (მაგ. მიცვალებულთა ოქროს ნიღბები). მიკენის კულტურის გავლენა გავრცელდა [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] კუნძულებზე, [[მცირე აზია]]ში, შესაძლოა [[იტალია]]შიც.
 
ძვ.წ. XIII საუკუნის დასასრულს ეგეიდასა და [[მცირე აზია]]ში მძლავრი კატასტროფები მოხდა — ე.წ. [[ზღვის ხალხები]]ს შემოსევების შედეგად დაემხო [[ხეთების სამეფო|ხეთების იმპერია უგარითი]], დაქვეითდა ეგეოსის კულტურა; დაინგრა მრავალი დასახლება . დორიელთა შემოსვლით საბერძნეთში დაიწყო ახალი ხანა. ეგეოსის რელიგიის შესახებ გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. კრეტაზე დედაღმერთის კულტს ეთაყვანებოდნენ. მრავლადაა ხელაპყრობილი ღვთაებების ქანდაკებები. B-ხაზოვან წარწერებში მოხსენიებულია [[ზევსი]], [[პოსეიდონი]], [[არტემიდე]], [[ჰერმესი]], [[ათენა]] და სხვა ღმერთები.ძნელია ეგეოსური საზოგადოების სტრუქტურის განსაზღვრაც . კრეტაზე უნდა ყოფილიყო მეფე და მმართველობის ცენტრალიზებული სისტემა. B-ხაზოვანი დამწერლობა საშუალებას გვაძლევს, გამოვყოთ საზოგადოების რამდენიმე ფენა: უზენაესი მმართველი (wanax); მხედართმთავარი (lawagetas); წარჩინებულნი (toreta); მამულის მფლობელი სამხედრო პირნი (moraga); კორპორაცია, რომელიც აერთიანებს მიწათმფლობელებს, ხელოსნებს, მწყემსებს (damos) და ა.შ. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ძირითადი კომპონენტი იყო ანატოლიური წარმომავლობის არაინდოევროპული ტომები, გამოთქმულია თვალსაზრისი ეგეოსურ და ქართველურ ტომთა შორის არსებული მჭიდრო მიმართებების შესახებ, რაც [[ნეოლითნეოლითის ხანა|ნეოლითსა]] და [[ბრინჯაოს ხანა]]ში მომხდარი გადასახლებებით შეიძლება აიხსნას
 
== ლიტერატურა ==