ეგეოსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
== ისტორია ==
==== ადრინდელი ბრინჯაოს ხანა ====
[[ფაილი:Figure cycladique Louvre Ma2709.png|thumb|კიკლადური კერპი]]ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში ეგეოსის კულტურამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. მეტალურგიის წარმოქმნის შედეგად განვითარდა და დიდ აღმავლობას მიაღწია ხელოსნობამ. აღსანიშნავია ამ ხანის კიკლადური ხელოვნება (მარმარილოს მცირე ზომის ქანდაკებები).
ხსენებული პერიოდის გლიპტიკის საუკეთესო ნიმუშებია სხვადასხვა გამოსახულებით შემკული ბეჭდები. ამ დროს კუნძულ [[კრეტა]]ზე დიდი ყურადღება ექცეოდა დასახლებათა დაგეგმარებას და კეთილმოწყობას. ჰისარლიქის მაღლობზე აღმოჩენილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასახლება. 5 კულტურული ფენიდან საყურადღებოა ტროა II, რომელიც შლიმანს შეცდომით ჰომეროსის ტროა ეგონა. ამ დროს ეგეიდური კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა მცირეაზიული, აფრიკული, ჩრდილობალკანური და სხვა კომპონენტი.
 
==== შუა ბრინჯაოს ხანა ====
[[ფაილი:Akrotiri blue monkeys.jpg|thumb|„ლურჯი მაიმუნები“ ფრესკა სანტორინიდან]]შუა ბრინჯაოს ხანაზე გადასვლა მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნა, რასაც [[მინოსური კულტურა|მინოსური კულტურის]] დინამიზაცია მოჰყვა: კრეტა მთელი ეგეიდის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი გახდა. დაწინაურდა [[ფესტოსი]] და [[კნოსოსი]]. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, ე.წ. [[კნოსოსის დიდი სასახლე]] (მინოსის სასახლე), რომლის ფართობი 16 ათ. მ²-ს აღწევდა.