ეგეოსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
*შუა ბრინჯაოს ხანა (დაახლოებით ძვ.წ. 2100/1900 — 1580/1550).
*გვიანდელი ბრიჯაოს ხანა (დაახლოებით ძვ.წ. 1580/1550 — 1200/1100).
== ისტორია ==
 
ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში ეგეოსის კულტურამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. მეტალურგიის წარმოქმნის შედეგად განვითარდა და დიდ აღმავლობას მიაღწია ხელოსნობამ. აღსანიშნავია ამ ხანის კიკლადური ხელოვნება (მარმარილოს მცირე ზომის ქანდაკებები).
ხსენებული პერიოდის გლიპტიკის საუკეთესო ნიმუშებია სხვადასხვა გამოსახულებით შემკული ბეჭდები. ამ დროს კუნძულ [[კრეტა]]ზე დიდი ყურადღება ექცეოდა დასახლებათა დაგეგმარებას და კეთილმოწყობას. ჰისარლიქის მაღლობზე აღმოჩენილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასახლება. 5 კულტურული ფენიდან საყურადღებოა ტროა II, რომელიც შლიმანს შეცდომით ჰომეროსის ტროა ეგონა. ამ დროს ეგეიდური კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა მცირეაზიული, აფრიკული, ჩრდილობალკანური და სხვა კომპონენტი. შუა ბრინჯაოს ხანაზე გადასვლა მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნა, რასაც [[მინოსური კულტურა|მინოსური კულტურის]] დინამიზაცია მოჰყვა: კრეტა მთელი ეგეიდის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი გახდა. დაწინაურდა [[ფესტოსი]] და [[კნოსოსი]]. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, ე.წ. [[კნოსოსის დიდი სასახლე]] (მინოსის სასახლე), რომლის ფართობი 16 ათ. მ²-ს აღწევდა.
ის გამოირჩეოდა თავისუფალი და რთული გეგმარებით. ცენტრში დიდი საზეიმო ეზო ჰქონდა. ეზოს ირგვლივ განლაგებული იყო სხვადასხვა სიდიდისა (არანაკლებ 3-სართულიანი და მეტიც) და ფორმის შენობები, რომლებიც ნათდებოდა ჭერში დატანებული ხვრელებიდან ან შეიდა ეზოებიდან. სართულები დაკავშირებული იყო ქვის საძირკვლებზე დაყრდნობილი ხის სვეტებით. კუნძულ კრეტაზე ცნობილია აგრეთვე ფესტოსისა და აგია-ტრიადის სასახლეები, რომელთა კედლებზე შემორჩენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული ფრესკული ფერწერა. ფერთა საუცხოო შეზავებითა და მოხაზულობით მათზე გამოსახულია კრეტის საზოგადოების ცხოვრება, ჩაცმულობა. ამ დროს სპირალური ორნამენტის გაჩენამ დინამიკურობის შთაბეჭდილება შექმნა. განსაკუთრებით გამოირჩევა ე.წ. კამარესის სტილის მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით შემკული კერამიკა. ამ დროს მოხდა ტროა VI-ის კულტურის ამაღლება, რომელიც მკვეთრად განსხვავდება დასახლების III-IV ფენათა კულტურისაგან. საბერძნეთში შუა ბრინჯაოს ხანაში მრავალი კატასტროფა მოხდა.
 
== ლიტერატურა ==