ინფექცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''ინფექცია''' (გვიანდ. ლათ. infectio - დასნებოვნება), პათოგენური [[პარაზიტი]]ს შეჭრა ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში და მისი დასნეულება. ორგანიზმში შეჭრისთანავე ინფექციის გამომწვევი იბუდებს გარკვეულ ორგანოებსა და ქსოვილებში. შეჭრილ პარაზიტსა და „მასპინძლის“ ორგანიზმს შორის მყარდება რთული ურთიერთზემოქმედება - ინფექციური პროცესი, რომელიც მოიცავს გამომწვევის არსებობის ახალ პირობებთა შეგუებას, გამრავლებას, პროცესის დისემინაციას, [[მეტასტაზები|მეტასტაზების]] გაჩენას, დაავადებული ორგანიზმის [[ინტოქსიკაცია]]ს და სხვა. ინფექცია ვლინდება დაავადების მწვავე ან ქრონიკული ფორმით ანდა ინფექციის მატარებლობით. ინფექციის ფორმა დამოკიდებულია გამომწვევის თვისებებზე - ვირულენტობაზე, ეგზო- და ენდოტოქსინების გამომიშავების უნარზე, შეჭრილი გამომწვევების რაოდენობაზე და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ორგანიზმის მდგომარეობას, მის ამთვისებლობის უნარს ან ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილებას. ზოგიერთი გამომწვევის ორგანიზმში დაბუდება არ იწვევს პათოლოგიური პროცესის განვითარებას. ასეთ გამომწვევები პირობით პათოგენურს უწოდებენ. მათ დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ უსიმპტომოდ იარსებონ [[კანი]]სა და ლორწოვანი გარსების ზედაპირზე, კუჭ-ნაწლავში და სხვაგან, ვიდრე ტრავმა, გაცივება ან სხვა ხელშემწყობი ფაქტორი არ შეუქმნის სათანადო პირობებს მაავადებელი თვისებების გამოსავლენად.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინფექცია“-დან