IDM: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
რამოდენიმე → რამდენიმე
ხაზი 8:
შეიძლება ჩაითვალოს რომ სტილი გაჩნდა 89-წელს. თვითონ ტერმინი Intelligent Dance Music მოფიქრებულ იქნა კომპიუტერულ ქსელში, ინტერნეტში დაახლოვებით 93 წელს, მას შემდეგ რაც ინგლისურმა ლეიბლმა “Warp Records” გამოუშვა კომპილაცია სახელწოდებით “Artificial Intelligence” სადაც მონაწილეობენ The Dice Man (Aphex Twin), Autechre... ამ შემსრულებლების მუსიკა არცერთი მანამდე არსებული მუსიკალური სტილის ჩარჩოში არ ჯდებოდა. ზოგიერთი მსმენელი მას ეძახდა New Electronica–ს, ზოგი Intelligent Techno, სოგიცკი Experimental Electro. ინტერნეტ ქსელში ეს ექსპერიმენტალური ტექნო მუსიკა ძალიან სწრაფად მონათლეს როგორც Intelligence Dance Music. სიტყვა intelligent–ში იგულისხმება ის რომ ყველას არ აქვს ამ მუსიკის გაგების უნარი, სიტყვა Dance მიგვანიშნებს მის ფარულ იუმორზე ( არც შეეცადოთ ამ მუსიკაზე ცეკვა) და ერთადერთი რაც სრული სერიოზულობით შესაძლებელი იყო თქმულიყო , არის ის რომ ეს ნამდვილად მუსიკა იყო. მუსიკა თავის განსხვავებული მელოდიურობით, ერთი შეხედვით ძალიან ბავშვური და უბრალო , სხვა მხრივკი სრულიად სერიოზული და მომნუსხველი.
 
თვითონ მუსიკოსები რომლებიც ასეთ მუსიკას ქმნიან, ხშირად არ ეთანხმებიან ამ განმარტებას. ნამდვილად ძალიან ხმამაღლი ნათქვამი გამოდის ის რომ შენი მუსიკა ინტელექტუალურია და სხვა დანარჩენი კი არა. საბოლოო ჯამში ასეთი კამათი ქმნის ახალ დასახელებებს ამ სტილისთვის, მაგრამ აბრევიატურა IDM მაინც რჩება ძირითად სახელწოდებად მათთვის ვისაც უკვე დიდი ხანია უყვარს ეს მუსიკა. პრინციპში საქმე არ არის იარლიყში, მთავარი საქმე თავად მუსიკაშია. მასში ყოველ დღიურად ჩნდება რაღაც ახალი, რადგანაც მისი განვითარების ბირთვი ექსპერიმენტია. ამ მუსიკის ექსპერიმენტალურობა იკვეთება თითქმის ყველაფერში: მელოდიაში, რიტმში, კომპოზიციის სქემურ განლაგებაში. თავის დროზე მოცემული სტილის განსაზღვრის ქვეშ ხვდებოდნენ ადამიანები დაწყებული Cosmic Baby, Cabaret Voltaire, შემდეგ Banco De Gaia , Goldie და ისეთებიც როგორებიც არიან თუმდაც Portishead და Underworld. მაგრამ ეს ადრე იყო , მას მერე მუსიკამ განსაკუთრებული ნახტომი გააკეთა, გაჩნდა უამრავი სტილისტიკური იარლიყი კონკრეტული ჩარჩოებით და ასეთი ჩარჩოებში მოექცა IDM–იც. დღევანდელ დღეს შესაძლებელია გამორჩევა რამოდენიმერამდენიმე მიმდინარეობის ამ სტილიდან.
 
არსებობს IDM–ის მსუბუქი , მძიმე და კლასიკური ფორმები. არის კიდევ Fungle (Drungle, Drill’n'Bass) ფორმები.. ძირითადი მახასიათებელი მაინც არის ის რომ ზოგიერთ მსუბუქ ფორმაში ფიგურირებს ლამაზი ელეკტრონული მელოდიები, ხანდახან ეს მელოდიები ძალიან მარტივადაც ჟღერს. მელოდია შესაძლებელია ერთ კომპოზიციაში იყოს რამოდენიმერამდენიმე , მელოდია ერთმანეში უცნაური ფორმებით ირვია , მოულოდნელად ჩნდებოდეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ მომენტში და ასევე მოულოდნელად ქრებოდეს. მათ შესაძლებელია ემბიენტური დატვირთვაც ჰქონდეს მაგალითად როგორც Autechre–ს, ასევე შესაძლებელია საცეკვაო მელოდიურობა როგორც Orbital–ს. მომდევნო ელემენტი ასეთი მუსიკის არის რიტმი აწყობილი წყვეტილ ბრეიქბიტებზე. ბასები შესაძლებელია იყოს ძალიან სტანდარტული როგორც ეს აქვს ზემოთ ნახსენებ Orbital–ს და შესაძლებელია სრულიად აბსტრაქტული იყოს როგორიც მაგალითად აქვს Aphex Twin–ს. შესაძლებელია გამოიყენებოდეს გადატვირთული და არეული ბასები რომლებსაც თან ერთვის მსხვრევის და შრიალის ხმები.
 
ამასთანავე სტილ IDM–ში კიდევ არსებობს ტერმინი Braindance Music -ეს ტერმინი ლეიბლ Rephlex–ის შემოღებულია , რომელიც 89 წესლს შეიქმნა, პირველ რიგში ეს სახელწოდება მოფიქრებულ იქნა იმის გამო რომ ლეიბლის ხელმძღვანელებს არ სურადა ხმამაღლა განეცხადებინა სიტყვა intelligent მათ მუსიკაში, მეორე გახლდათ ის რომ მათ სურდათ ასეთი მუსიკა აეწყოთ დენს ბიტზე და სხვა დანარჩენი საცეკვავო ხმოვანება გამოეყენებინათ. ამ კატეგორიის IDM–ად შეიძლება ჩაითვალოს კომპოზიციები რომლებიც ლეიბლებზე FAX და Elektrolux–ზე გამოდის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/IDM“-დან