მიხეილ ბოტკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15:
 
== ქართული საგანძური და ბოტკინი ==
[[1860]]-ან წლებში საქართველოს ეგზარქოსის [[ევსევი ილინსკი (ეგზარქოსი)|ევსევი ილინსკის]] დახმარებითა და მფარველობით [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა]] [[ვლადიმირ ლევაშოვი|ვლადიმირ ვასილის ძე ლევაშოვმა]] გელათის მონასტერში დაცული [[ხახულის ხატი|ხახულის ღვთისმშობლის ხატი]] გაძარცვა, კერძოდ, ღვთისმშობლის [[ტიხრული მინანქარი|ტიხრულ მინანქარში]] შესრულებული ხატი და მინანქრის სხვა უნიკალური ნამუშევრები მოიპარა და [[მიხეილ ბოტკინი|მიხეილ ბოტკინს]] მიჰყიდა.<ref>[http://www.pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=84079 ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უიშვიათესი გამოცემა - მიხეილ ბოტკინის მიერ 1911 წელს გამოცემული "სობრანიე" შეიძინა // Information Agency 'PirWeli']</ref>
 
[[1911]] წელს ბოტკინმა კატალოგი "სობრანიე" გამოსცა, რომელშიც მისი კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშებია წარმოდგენილი, მათ შორის - საქართველოდან მოპარული და გაზიდული ქართული ტიხრული მინანქრის სრული კოლექცია (კატალოგში შეგნებულად აღწერილია, როგორც [[ბიზანტია|ბიზანტიური]] მინანქარი). [[1920]] წელს ბოტკინის კოლექცია რუსეთის სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდა, დიდი ნაწილი კი ერმიტაჟს გადაეცა. საქართველოში მოღვაწე მეცნიერები საქართველოდან მოპარული ტიხრული მინანქრის სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდნენ, რასაც რუსი მეცნიერები ეწინააღმდეგებოდნენ. საკითხი საბოლოოდ ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს გადმოეცა. ისინი ხელოვნების მუზეუმში ინახება, თუმცა კოლექცია არასრულყოფილია - ბოტკინის კატალოგში წარმოდგენილი ექსპონატებიდან ნაწილი დაკარგულია.<ref>[http://www.pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=84079 ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უიშვიათესი გამოცემა - მიხეილ ბოტკინის მიერ 1911 წელს გამოცემული "სობრანიე" შეიძინა // Information Agency 'PirWeli']</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ბოტკინი“-დან