მიხეილ ბოტკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''მიხეილ ბოტკინი''' ({{lang-ru|Боткин Михаил Петрович }}) ([[7 აგვისტო]], [[1839]], [[მოსკოვი]] - [[22 იანვარი]] ([[ახალი სტილი|ახ.სტ.]] [[4 თებერვალი]]) [[1914]], [[სანქტ-პეტერბურგი]]) — [[რუსები|რუსი]] მხატვარი და [[გრავირება |გრავირების სპეციალისტი]], ისტორიული ფერწერის აკადემიკოსი, ცნობილი [[კოლექცია|კოლექციონერი]]. იყო [[საიმპერატორო სამხატვრო აკადემია|საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის]] საბჭოს (1879 წ-დან), საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის, [[მხატვრობის ხელშეწყობის საიმპერატორო საზოგადოება|მხატვრობის ხელშეწყობის საიმპერატორო საზოგადოების]] წევრი; [[მხატვრობის ხელშეწყობის საიმპერატორო საზოგადოების მუზეუმი|მხატვრობის ხელშეწყობის საიმპერატორო საზოგადოების მუზეუმის]] დირექტორი (1896 წ-დან), [[პირველი რუსული სადაზღვევო საზოგადოება|პირველი რუსული სადაზღვევო საზოგადოების]] გამგეობის თავმჯდომარე [[პეტერბურგის საერთაშორისო კომერციული ბანკი]]ს საბჭოს წევრი. 1869 წელს იყო, ასევე, რომში გერმანული არქეოლოგიური ინსტიტუტის წევრი.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 7:
 
მ. ბოტკინი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი კოლექციონერი და მეცენატი. იტალიაში მოგზაურობის შედეგად მან პეტერბურგში ჩამოიტანა [[რენესანსი]]ს და [[ანტიკური ხანა|ანტიკური ხანის]] ძვირფასი ნიმუშები. განსაკუთრებით გამორჩეული იყო ვაზებისა და [[ტერაკოტა]]ს კოლექცია. ჰქონდა ანტიკური, ბიზანტიური, ძველი რუსული, გოთიკური და რენესანსული ხელოვნების უნიკალური კოლექცია. მან დაახლოებით 50 წლის განმავლობაში შეაგროვა იშვიათი ძველ ხელოვანთა ნამუშევრებისა, როგორებიც იყვნენ [[პინტურიკიო]], [[ბოტიჩელი]], [[ანდრეა მანტენია]] და სხვა.
 
[[1880]] წელს გამოსცა წიგნი: "Александр Андреевич Иванов. Его жизнь и переписка".
 
ბოტკინის მხატვრული კოლექცია [[1920]] წელს [[ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)|სახელმწიფო ერმიტაჟს]] გადაეცა.
 
გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1914 წლის 22 იანვარს (ძველი სტილით). დაკრძალულია პეტერბურგის [[ნოვოდევიჩის სასაფლაო]]ზე.
 
== ქართული საგანძური და ბოტკინი ==
[[1860]]-ან წლებში საქართველოს ეგზარქოსის [[ევსევი ილინსკი (ეგზარქოსი)|ევსევი ილინსკის]] დახმარებითა და მფარველობით [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა]] [[ვლადიმირ ლევაშოვი|ვლადიმირ ვასილის ძე ლევაშოვმა]] გელათის მონასტერში დაცული [[ხახულის ხატი|ხახულის ღვთისმშობლის ხატი]] გაძარცვა, კერძოდ, ღვთისმშობლის [[ტიხრული მინანქარი|ტიხრულ მინანქარში]] შესრულებული ხატი და მინანქრის სხვა უნიკალური ნამუშევრები მოიპარა და [[მიხეილ ბოტკინი|მიხეილ ბოტკინს]] მიჰყიდა.<ref>[http://www.pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=84079 ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უიშვიათესი გამოცემა - მიხეილ ბოტკინის მიერ 1911 წელს გამოცემული "სობრანიე" შეიძინა // Information Agency 'PirWeli']</ref>
 
[[1911]] წელს ბოტკინმა კატალოგი "სობრანიე" გამოსცა, რომელშიც მისი კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშებია წარმოდგენილი, მათ შორის - საქართველოდან მოპარული და გაზიდული ქართული ტიხრული მინანქრის სრული კოლექცია (კატალოგში შეგნებულად აღწერილია, როგორც [[ბიზანტია|ბიზანტიური]] მინანქარი). [[1920]] წელს ბოტკინის კოლექცია რუსეთის სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდა, დიდი ნაწილი კი ერმიტაჟს გადაეცა. საქართველოში მოღვაწე მეცნიერები საქართველოდან მოპარული ტიხრული მინანქრის სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდნენ, რასაც რუსი მეცნიერები ეწინააღმდეგებოდნენ. საკითხი საბოლოოდ ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს გადმოეცა. ისინი ხელოვნების მუზეუმში ინახება, თუმცა კოლექცია არასრულყოფილია - ბოტკინის კატალოგში წარმოდგენილი ექსპონატებიდან ნაწილი დაკარგულია.<ref>[http://www.pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=84079 ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უიშვიათესი გამოცემა - მიხეილ ბოტკინის მიერ 1911 წელს გამოცემული "სობრანიე" შეიძინა // Information Agency 'PirWeli']</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://funeral-spb.narod.ru/necropols/novodev/tombs/botkinmp/botkin.html БОТКИН Михаил Петрович (1839-1914)]
* [http://www.artsait.ru/art/b/botkin/main.htm Боткин Михаил Петрович ]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ბოტკინი“-დან