შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
82.211.133.74-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 27:
'''შოთა რუსთაველი''', ''რუსთველი'' (*დაახ. [[1160]]/[[1165|65]] – ? ) — მე-[[XII საუკუნე|XII საუკუნის]] დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „[[ვეფხისტყაოსანი]]“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
 
''კურსივის ტექსტი''== წარმომავლობა ==
[[ფაილი:Shota_Rustaveli.jpg|thumb|left|200px|შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მოსანტერში]]
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
ხაზი 41:
 
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც [[პავლე ინგოროყვა]]მ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით,
შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
 
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის [[კოხტათავის შეთქმულება]]ში.
 
:დ:დ:დ♠♣♥♦
 
== განათლება ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_რუსთაველი“-დან