წითელი ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''წითელი ხიდი''', ''გატეხილი ხიდი'' - [[მდინარე]] [[ხრამისხრამი]] ნაპირზე, [[თბილისი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით, [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს საზღვარზე მდებარეობს. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომის]] მიერ [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] შუა წლებში, თუმცა, იქვე ჩანს ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთებიც.
 
ხიდის სიგრძე 175 მეტრია, სიგანე შუა წელში 4,3 მ., სიმაღლე კი 10 - 12 მეტრია. ნაგებია ქართული, წითელი ფერის აგურით, საიდანაც მოდის ხიდის სახელწოდება. "გატეხილ„გატეხილ ხიდს"ხიდს“ კი უწოდებენ ხიდის თაღების თავისებური არქიტექტურული განლაგების გამო. ხიდის ბურჯებში არის სხვადასხვა სახის სათავსოები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო საბაჟოდ, სადარაჯოდ ან ქარავნების დასასვენებლად.
 
ხიდზე გადიოდა თბილისიდან წინა აზიის ქვეყნებისაკენ მიმავალი საქარავნე გზა, საიდანაც შემდეგ აზიის და ევროპის ქვეყნებში შეიძლებოდა გასვლა. ხიდს საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
 
ხიდის მიდამოებში ხშირი იყო სახვადასხვა ბრძოლები და შეტაკებები, რომლებსაც საქართველოსათვის დამცველობითი მნიშვნელობა ჰქონდა. [[1795]] წლის 7 სექტემბერს, [[აღა-მაჰმად–ხანისმაჰმად–ხანი]]ს მრავალრიცხოვან არმიას აქ დაუპირისპირდა [[ერეკლე II–ისII]]–ის მებრძოლთა 200 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ხიდის დასაცავად იყვნენ დატოვებული. ხიდის დამცველებმა ვერ გაუძლეს მრავალათასიანი მტრის რაზმების შემოტევას და დიდი დანაკარგით უკან დაიხიეს. [[1921 წლის]] თებერვალში, ამ მიდამოებში გაიმართა ბრძოლა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მებრძოლებსა და ბოლშევიკური, წითელი არმიის ნაწილებს შორის. ბოლშევიკების არმიის ცენტრალურმა დაჯგუფებამ, მიუხედავად ქართველთა წინაამღდეგობისა, წითელი ხიდი აიღო და თბილისს შეუტია.
 
ხიდს თავისი ფუნქცია დღესაც შენახული აქვს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წითელი_ხიდი“-დან