ღორების ყურე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{პოზრუკა |კუბა |lon_dir = W |lat_dir = N |lat_deg = 22 |lat_min = 13 |lat_sec = 00 |lon_deg = 81 |lon_min ...
(განსხვავება არ არის)

19:02, 6 დეკემბერი 2011-ის ვერსია

ღორების ყურე (ესპ. Bahía de Cochinos) — ყურე კუბის სამხრეთ სანაპიროზე, კარიბის ზღვაში.

ღორების ყურე — კუბა
ღორების ყურე
ღორების ყურის ადგილმდებარეობა (კუბა).
ღორების ყურე

1910 წლიდან მიეკუთვნება სანტა-კლარას პროვინციას, ხოლო 1976 წლიდან მატანსასის პროვინციის შემადგენლობაშია. ქმნის საპატის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. ხაგუაე-გრანდედან სამხრეთით მდებარეობს 30 კილომეტრში, სიენფუეგოსიდან დასავლეთით 70 კილომეტრში, ჰავანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრში. ყურის დასავლეთ ნაწილში არის მარჯნის რიფები, რომელიც ესაზღვრება საპატის ჭაობებს. აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილია მანგროვიანები და ჭაობების მძლავრი მასივები.

ღორების ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სოფელი ბუენა-ვენტურა. ყურის ესპანური სახელწოდება Bahía de Cochinos უკავშირდება არა ღორებს, არამედ (სავარაუდოდ) თევზი სახეობას — Orangeside triggerfish (ლათ. Balistes vetula, ესპ. Cochino).[1][2]

1961 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაფინანსებით საგანგებოდ გაწვრთნილ კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორების ყურის გავლით გადასხდა კუნძულზე, რათა მოეხდინათ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ფიდელ კასტროს გადაყენება.


სქოლიო