საქართველო-ბიზანტიის ომი (1021-1023): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 2:
გაერთიანებული საქართველოს მეფე [[გიორგი I (საქართველოს მეფე)|გიორგი I-მა]] ისარგებლა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] იმპერატორის [[ბასილი II (ბიზანტია)|ბასილი II-ის]] ბულგარელებთან ომით და [[1014]]—[[1016]] წლებში შეიჭრა სამხრეთ ტაოში, რომელიც თავის დროზე ბასილი II-მ [[დავით III|დავით III კურაპალატს]] ჩამოართვა. [[1018]] წელს ბასილი II [[ბულგარეთი]]დან ძლევამოსილი დაბრუნდა და გიორგი I-ს მოსთხოვა დაკავებული ტერიტორიის დაცლა. გიორგიმ უარი შეუთვალა. ამასთანავე, მან კავშირი დაამყარა ბიზანტიის წინააღმდეგ [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[ფატიმიანები|ფატიმიანთა]] სულთანთან, [[ალ-ჰაქიმი|ალ-ჰაქიმთან]]. შესთავაზა მას ერთობლივი მოქმედება ბიზანტიის წინააღმდეგ. ეგვიპტე ამ დროს ბიზანტიის ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო და მას [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აუზში ბატონობას ექიშპებოდა. თუკი საქართველოსა და ეგვიპტის ერთობლივი გამოსვლა განხორციელდებოდა ბიზანტიას რეალური საფრთხე ემუქრებოდა. საქართველო-ეგვიპტის ერთობლივი გამოსვლა ბიზანტიის წინააღმდეგ ვერ განხორციელდა, რადგან სულტანი ალ-ჰაქიმი მოულოდნელად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
 
[[1021]] წელს ბიზანტიის ჯარი დაძრა საქართველოს წინააღმდეგ. გიორგი I-ისა და მისი მოკავშირეების — [[კახეთ-ჰერეთის სამეფო|კახეთ-ჰერეთის]], [[ანისის სამეფო|ანისის]], [[ვანანდის სამეფო|ვანანდისა]] და [[ვასპურაკანის სამეფო|ვასპურაკანის მეფეთა]] ლაშქარი ჯერ [[ბასიანი|ბასიანში]] დაბანაკდა, მაგრამ შემდეგ ბრძოლას გაერიდა, ქ. [[ოლთისი]] გადაწვა და [[კოლა]]ში დაიხია. ბიზანტიის ჯარი დაედევნა უკანდახეულ გიორგი მეფეს და სოფელ შირიმნთან წამოეწია. [[შირიმნის ბრძოლა|სისხლისმღვრელ ბრძოლაში]] დაიღუპნენ ერისთავი [[რატი I|რატი ბაღვაში]] და [[ხურსი]], ქართველები დამარცხდნენ და უფრო ღრმად დაიხიეს. ბასილი II შეიჭრა არტაანში, ჯავახეთსა და [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთში]]. სასტიკად მოაოხრეს ეს მხარეები, შემდეგ უკან გამობრუნდა, კვლავ ააოხრა [[ჯავახეთი]] და [[არტაანი (პროვინცია)|არტაანი]] და მოახლოებული ზამთრის გამო დატოვა საქართველო. საზამთროდ ბასილიმ [[ტრაპიზონი]]ს მიდამოებში დაიბანაკა. აქ მასთან გიორგი I-ის მოციქულები მივიდნენ და ზავი შესთავაზეს, ამასთან ისინი ზავის საბოლოოდ დადებას აჭიანურებდნენ. ამ დროს თვით ბიზანტიაში იმპერატორს აუჯანყდნენ მისი დიდებულები ქსიფე და ფოკა. გიორგი მეფემ გადაწყვიტა ამით ესარგებლა და ახალი ომისთვის სამზადისს შეუდგა. მაგრამ ბასილიმ დაამარცხა აჯანყებულები, შეიპყრო ისინი, ფოკას მოკვეთილი თავი გიორგი I-ს გამოუგზავნა და თავისი ჯარი კვლავ საქართველოსაკენ დაძრა. ქართველები დამარცხდნენ და ფრიად დაზარალებილებმა დაიხიეს. გიორგი I იძულებული იყო ზავი ეთხოვა. [[1022]]-[[1023]] წლებში ზავით საქართველოს მეფემ დაუთმო ბიზანტიას რაც კი მიწები ჰქონდა ტაოში, ბასიანში, კოლა-არტაანსა და ჯავახეთში, დაცალა ადრე დაკავებული ციხეები და 3 წლით მძევლად მისცა ტახტის მემკვიდრე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატი]].
 
==იხილეთ აგრეთვე==