საქართველო-ბიზანტიის ომები XI საუკუნეში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''საქართველო-ბიზანტიის ომები XI საუკუნეში''' შეიძლება აღნიშნავდეს:
*[[საქართველო-ბიზანტიის ომი (1021-1023)|საქართველო-ბიზანტიის ომი]] — ომი 1021—1023 წლებში
*[[საქართველო-ბიზანტიის ომი (1028) |საქართველო-ბიზანტიის ომი]] — ომი 1028 წელს
 
{{მრავალმნიშვნელოვანი}}
* 1021—1023 წლები.
 
გაერთიანებული საქართველოს მეფე [[გიორგი I (საქართველოს მეფე)|გიორგი I-მა]] ისარგებლა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] იმპერატორის [[ბასილი II (ბიზანტია)|ბასილი II-ის]] ბულგარელებთან ომით და 1014—1016 წლებში შეიჭრა სამხრეთ ტაოში, რომელიც თავის დროზე ბასილი II-მ [[დავით III|დავით III კურაპალატს]] ჩამოართვა. 1018 წელს ბასილი II ბულგარეთიდან ძლევამოსილი დაბრუნდა და გიორგი I-ს მოსთხოვა დაკავებული ტერიტორიის დაცლა. გიორგიმ უარი შეუთვალა. 1021 წელს ბიზანტიის ჯარი დაძრა საქართველოს წინააღმდეგ. გიორგი I-ისა და მისი მოკავშირეების — კახეთ-ჰერეთის, ანისის, ვანანდისა და ვასპურაკანის მეფეთა ლაშქარი ჯერ ბასიანში დაბანაკდა, მაგრამ შემდეგ ბრძოლას გაერიდა, ქ. ოლთისი გადაწვა და კოლაში დაიხია. ბიზანტიის ჯარი დაედევნა უკანდახეულ გიორგი მეფეს და სოფელ შირომთან წამოეწია. [[შირიმნის ბრძოლა|სისხლისმღვრელ ბრძოლაში]] დაიღუპნენ ერისთავი [[რატი I|რატი ბაღვაში]] და [[ხურსი]], ქართველები დამარცხდნენ და უფრო ღრმად დაიხიეს. ბასილი II შეიჭრა არტაანში, ჯავახეთსა და თრიალეთში. სასტიკად მოაოხრეს ეს მხარეები, შემდეგ უკან გამობრუნდა, კვლავ ააოხრა ჯავახეთი და არტაანი და მოახლოებული ზამთრის გამო დატოვა საქართველო. საზამთროდ ბასილიმ ტრაპიზონის მიდამოები დაიბანაკა. აქ მასთან გიორგი I-ის მოციქულები მივიდნენ და ზავი შესთავაზეს, ამასთან ისინი ზავის საბოლოოდდადებას აჭიანურებდნენ. ამ დროს თვით ბიზანტიაში იმპერატორს აუჯანყდნენ მისი დიდებულები ქსიფე და ფოკა. გიორგი მეფემ გადაწყვიტა ამით ესარგებლა და ახალი ომისთვის სამზადისს შეუდგა. მაგრამ ბასილიმ დაამარცხა აჯანყებულები, შეიპყრო ისინი, ფოკას მოკვეთილი თავი გიორგი I-ს გამოუგზავნა და ტავისი ჯარი კვლავ საქართველოსაკენ დაძრა. ქართველები დამარცხდნენ და ფრიად დაზარალებილებმა დაიხიეს. გიორგი I იძულებული იყო ზავი ეთხოვა. 1022-1023 წლებში ზავით საქართველოს მეფემ დაუთმო ბიზანტიას რაც კი მიწები ჰქონდა ტაოში, ბასიანში, კოლა-არტაანსა და ჯავახეთში, დაცალა ადრე დაკავებული ციხეები და 3 წლით მძევლად მისცა ტახტის მემკვიდრე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატი]].
*1028 წელი.
 
ბასილი II-მ 1025 წელს ბიზანტიაში მძევლად მყოფი ბაგრატი პირობისამებრ საქართველოში გამოისტუმრა. იმავე წელს კეისარი გარდაიცვალა და ახალი იმპერატორი [[კონსტანტინე VIII (ბიზანტია)|კონსტანტინე VIII-მ]] სცადა ბაგრატის უკან დაბრუნება, მაგრამ უფლისწულმა საქართველოს ფარგლებში შეასწრო. 1027 წელს ახალგამეფებულ ბაგრატ IV-ს უღალატეს ტაოელმა აზნაურებმა და ბიზანტიის მხარეზე გადავიდნენ.
==იხილეთ აგრეთვე==
*[[იბერიის თემი]]
==წყარო==
==ლიტერატურა==