ბიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
| სურათის აღწერა =
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =[[ქორდიანები]]
| კლასი =[[ძუძუმწოვრები]]
| რიგი =[[წყვილჩლიქოსნები]]
| ოჯახი =
| გვარი =
| სახეობა =[[ბიზონი|ამერიკული ბიზონი]]
| ლათ =Bison bison
| არეალის რუკა =
| iucnstatus =NT
| ვიკისახეობები =
| commons =
| iucn =2815
}}
 
'''ბიზონი''' (Bison bison), [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] ცხოველი [[ძროხისებრნი|ძროხისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში. ბიზონთა უმრავლესობა ცხოვრობს ველებზე, იშვიათად ტყეში ([[ტყის ბიზონი]] — Bison bison athabascae კანადაში). ასაკოვანი ხარის სხეულის სიგრძე 3 მ აღწევს, წონა 1 ტ-მდე. ფური შედარებით მცირე ზომისაა. ბიზონს ამობურცული მინდაო აქვს. სხეულის წინა ნაწილი შემოსილია გრძელი მატყლით, რომელიც თავსა და კისერზე შესამჩნევ ფაფარს ქმნის. ამერიკის აღმოჩენისას ბიზონების რაოდენობა 30-60 მლნ. აღწევდა. მტაცებლური ნადირობის შედეგად მათმა რაოდენობამ სწრაფად იკლო და უკვე [[1870|1870 წელს]] 5,5 მლნ-მდე შემცირდა. XIX საუკუნის დამლევისათვის კი მხოლოდ 800 ცხოველიღა იყო გადარჩენილი. ისინი მოათავსეს ნაკრძალებში. ამჟამად ბიზონების საერთო რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. უმრავლესობა დაცულია [[იელოუსტოუნის ეროვნული პარკი|იელოუსტონის პარკში]] (აშშ), ხოლო ნაწილი — [[ვუდ-ბუფალოს ეროვნული პარკი|ვუდ-ბუფალოს ნაკრძალში]] (კანადა). ბიზონის მაკეობა გრძელდება 9 თვეს. იგებს ერთ ხბოს. ბიზონი ადვილად ეჯვარება [[დომბა|დომბას]] და იძლევა შთამომავლობის მომცემ ჰიბრიდს — [[დომბა-ბიზონი|დომბა-ბიზონს]]. ბიზონისა და დომბას ჰიბრიდიზაციის ცდებს წარმატებით ატარებენ [[ასკანია-ნოვა]]ში, ზოგიერთ ზოოპარკში. ბიზონი ცოცხლობს 20-25 წლამდე.
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიზონი“-დან