ალფონსო III (ასტურია): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.2) (ბოტის დამატება: hr:Alfons III. Leonski)
[[ფაილი:Alfonso III de Asturias 01.jpg|thumbnail|ალფონსოს ქანდაკება მადრიდში]]
'''ალფონსო III დიდი''' ([[ესპ.]] {{lang-es|Alfonso III el Magno}}) (დ. [[848]] -— გ. [[20 დეკემბერი]], [[912]]) [[ასტურიაასტურიის სამეფო|ასტუსიის]] მეფე [[866]] - [[910]] წლებში. [[ორდონიო I (ასტურია)|ორდონიო I]]-ის ვაჟი. იქორწინა ხიმენაზე.
 
== ბიოგრაფია ==
ალფონსო 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დიდებულებმა იგი მეფედ გამოაცხადეს. გრაფ ფრუელას სურდა ახალგაზრდა მეფისთვის ტახტის წართმევა, მაგრამ დიდებულები ალფონსოს ერთგულები დარჩნენ. ფრუელა მოკლეს, ხოლო ალფონსო მეფედ აკურთხეს. მისი 44 -წლიანი მართველობის პერიოდში [[ასტურია]] გაძლიერდა. მან გააფართოვა თავისი სამფლობელო, შემოიერთა მიწები [[დუერო]]მდე, დაასახლა იქ კოლონისტები და განამტკიცა წესრიგი. მისი მმართველობის პერიოდში ბევრი ციხესიმაგრე და ეკლესია აშენდა. აღმოსავლეთიდან ქვეყნის დასაცავად მან გაამაგრა [[ბურგოსი]], ხოლო [[ნორმანები]]სგან დასაცავად მან ააშენა ზღვისპირეთში ციხე [[განსო]]. [[900]] წელს ოთხ დღიანოთხდღიან [[სამორას ბრძოლა]]ში მეფემ დაამარცხა 60 000ანი000-იანი არაბული ჯარი. დახოცილი არაბების თავები [[სამორა]]ს ციხეზე იყო გამოკიდული.
 
მიუხედავად წარმატებებისა, მას უწევდა აჯანყებების ჩახშობა. მისი შვილი [[გარსია I (ლეონი)|გარსია]] [[880]] წელს აუჯანყდა, მაგრამ მამამ დაამარცხა და დააპატიმრა. მალე დედამისმა, რომელიც შვილის მხარეს იყო, დიდებულების მეშვეობით მოაწყო შეთქმულება, რომელშიც ორი უმცროსი შვილიც იყო გახვეული. ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. [[910]] წელს ალფონსო მისმა შვილებმა დაამარცხეს და აიძულეს გარსიას სასარგებლოდ უარი ეთქვა ტახტზე. ქვეყანა სამად გაიყო, გარსიას ერგო მთებში გამაგრებული ქალაქი [[ლეონი]], [[ორდინიო II (გალისია)|ორდინიოს]] [[გალისია]], ხოლო [[ფრუელა II (ასტურია)|ფრუელას]] [[ასტურია]].
 
[[კატეგორია:ასტურიის მეფეები]]
[[კატეგორია:ლეონის მეფეები]]
[[კატეგორია:გალისიის მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 848]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 912]]