კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(+კატ.)
}}
 
'''კონსტანტინე III''', ''კოსტანტი III'', "აფხაზთა„აფხაზთა სამეფოს"სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით [[893]]-[[922]], [[ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)|ბაგრატ I-ის]] ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და [[საქართველო|საქართველოს]] გაერთიანებისათვის. [[904]] დაეუფლა [[ქართლი|ქართლს]]. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს [[სომხეთი|სომეხთა]] მეფემ [[სმბატ I|სმბატ I]]-მა]] და ქართველთა მეფემ [[ადარნასე II|ადარნასე II]]-მ]]. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის [[ანისი]]ს ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ "აფხაზთა„აფხაზთა სამეფოს"სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. [[აბუ ლ-კასიმი|აბუ ლ-კასიმის]] მიერ სმბატ I-ის მოკვლისა ([[914]]) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და [[კახეთი]]ს ქორეპისკოპოსმა (მთავარი) [[კვირიკე I|კვირიკე I]]-მა]] [[ჰერეთი]] დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა "აფხაზთა„აფხაზთა მეფის"მეფის“ ხელში იყო.
 
==ლიტერატურა==
* ''გუჩუა ვ''., ქსე, ტ. 5, გვ. 643, თბ., 1980