ადარნასე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
ხაზი 28:
 
'''ადარნასე II''', ქართველთა მეფე [[888]]-[[923]], [[ტაო-კლარჯეთის სამეფო|ტაო-კლარჯეთის სამეფოს]] გამგებელი, ძე [[დავით I კურაპალატი|დავით I კურაპალატისა]], ტაო-კლარჯეთის [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] ტაოს შტოს შთამომავალი. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის გაჩაღებულ შინაფეოდალურ ომში დავით I კურაპალატის დაღუპვის ([[881]]) შემდეგ სამთავროს გამგებლობა ადარნასე II-ის ხელში გადავიდა. დავითის მკვლელმა [[ნასრა]] [[გვარამ (გუარამ) მამფალი|გვარამ მამფლის ძემ]] [[888]] აფხაზთა მეფის ბაგრატის დახმარებით სცადა ტაო-კლარჯეთის სამფლობელოების დაბრუნება, მაგრამ ადარნასე II-მ და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს. ამ დროიდან დაიწყო ადარნასე II-ის გაძლიერება. ბაგრატიონთა შორის მან პირველმა მიიღო "ქართველთა მეფის" ტიტული ([[888]]). ადარნასე II იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის. მას მხარს უჭერდნენ სომხეთის (შირაქის) მეფეები. [[891]] ადარნასე II სომხეთის შინაფეოდალურ ბრძოლებში ჩაერია და ხელი შეუწყო შირაქში სუმბატ აშოტის ძის გამეფებას. [[904]] ადარნასე II-მ სუმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე. შემდეგში სუმბატ სომეხთა მეფემ გაათავისუფლა კონსტანტინე, რასაც ყოფილ მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა. [[907]] ადარნასე II მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს [[აბუ ლ-კასიმი|აბუ ლ-კასიმს]] და სუმბატის წინააღმდეგ იბრძოდა. ადარნასე II ეწეოდა კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობას: ააშენა და საეპისკოპოსო საყდრად აქცია ბანის ტაძარი.
 
==ლიტერატურა==
*''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 86, თბ., 1975
Line 38 ⟶ 39:
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტია]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 923]]
 
[[de:Adarnase IV.]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადარნასე_II“-დან