კარტოფილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Patates.jpg|thumb|300px|კარტოფილი]]
[[ფაილი:Solanum tuberosum (Aardappelplant) Nicola.jpg|მინი|300პქ]]
'''კარტოფილი''' ({{lang-la|Solánum tuberósum}})), მრავალწლოვანი გორგლიანი სახეობები Solanum-ის გვარის (Tuberarium-ის სექციის) [[ძაღლყურძენასებრნი|ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა]]. 200-მდე ველური და კულტურული სახეობაა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: [[ანდიური კარტოფილი]] (Solanum andigenum) და [[ჩილური კარტოფილი]] (Solanumtuberosum). ფართოდაა გავრცელებული ზომიერჰავიან ქვეყნებში. კარტოფილის ბუჩქის სიმაღლე 50-80 სმ აღწევს, შედგება 3-6 ღეროსაგან, გორგლი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. მის ზედაპირზე ჩაღრმავებებში 3-4 კვირტიანი თვლები ზის. გორგლის ფორმა შეიძლება იყოს მომრგვალო, წაგრძელებული, ოვალური და სხვა. გარეგანი შეფერილობა და რილობის ფერი — თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. კარტოფილის ფესვი ფუნჯაა, სუსტად განვითარებული, ფოთოლი კენტფრთისებრგანკვეთილია, აქვს ნაკვთები და ნაკვთულები, ფერად მომწვანო-მოყვითალო ან მუქი მწვანეა. ყვავილი ხუთწვერიანია, თეთრი, მოწითალო-ისსფერი ან მოლურჯო-იისფერი. ნაყოფი სფეროსებრი ან ოვალური კენკრაა, აქვს ძალიან წვრილი თესლები (1000 ცალი 0,5-0,6 გ იწონის).
 
კარტოფილი მრავლდება ვეგეტატიურად — გორგლით (სელექციის მიზნით — თესლით), რომელიც საშუალოდ შეიცავს 76,3% წყალს და 23,7% მშრალ ნივთიერებას, მ. შ. 17,5%სახამებელს, 0,5% შაქარს, 1-2% ცილას, 1%-მდე მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B<sub>1</sub>, B<sub>2</sub>, B<sub>6</sub>, PP და სხვა ვიტამინებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოფილი“-დან