ალბრეხტ I (გერმანია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+სურათი, კატ., ინტერვიკები
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Albrecht Erste Habsburg.jpg|thumb|ალბრეხტ I]]
'''ალბრეხტ I''' ([[გერმანული ენა|გერმ.]]: Albrecht I.) (* [[ივლისი]] [[1255]], [[რაინფელდენი]]; † [[1 მაისი]] [[1308]], [[კიონიგსფელდენ-ბაი-ბრუგი]], [[შვეიცარია]]) - იყო [[სრი|საღვთო რომის იმპერიის]] ხელმწიფე [[ჰაბსბურგი (დინასტია)|ჰაბსბურგთა დინასტიიდან]], [[1298]] წლიდან [[რომაელ-გერმანელთა მეფე]] და [[ავსტრია|ავსტრიისა]] და [[შტაიერმარკა|შტაიერმარკის]] ჰერცოგი. იგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორად არ უკურთხებიათ.
 
 
==ოჯახი==
Line 6 ⟶ 7:
* მამა: [[რუდოლფ I (სრი)|რუდოლფ I]] - რომაელ-გერმანელთა მეფე.
* დედა: გერტრუდ ანა ფონ ჰოენბერგი
 
 
მეუღლე:
* ∞ [[1276]], [[ვენა]] - ელიზაბეთი (* [[1262]], [[მიუნხენი]]; † [[28 ოქტომბერი]] [[1313]], [[ვენა]]), კერნტენის ჰერცოგისა და ტიროლისა და გიორცის გრაფის [[მაინჰარდ II (კერნტენი)|მაინჰარდ II]]-ის ასული.
 
 
შვილები:
Line 23 ⟶ 26:
* [[ჰაბსბურგი, კათარინა ფონ (1295-1323)|კათარინა]] - კალაბრიის ჰერცოგინია.
* [[ჰაბსბურგი, იუტა ფონ (1300-1329)|იუტა]] - იოტინგენის გრაფინია.
 
 
ალბრეხტ I-ს კიდევ 9 შვილი შეეძინა, რომლებიც დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ. მათი სახელები ცნობილი არაა. ისინი ყველანი დაკრძალულნი არიან [[ტულნი|ტულნის]] „სამი მეფის კაპელაში“ ([[ქვემო ავსტრია]]).
 
 
 
==ბიოგრაფია==
[[1282]] წელს [[ბრძოლა მარხის ველზე|მარხის ველზე]] გამართულ ბრძოლაში ალბრეხტმა დაამარცხა [[ბოჰემია|ბოჰემიის]] მეფე [[ოტოკარ II (ბოჰემია)|ოტოკარ პრემისლ II]] და მამამ იმპერატორმა [[რუდოლფ I (სრი)|რუდოლფ I]-მა იგი ძმასთან [[რუდოლფ II (ავსტრია)|რუდოლფ II]]-ითან ერთად ავსტრიისა და შტაიერმარკის ჰერცოგად დასვა. ალბრეხტი საშინაო პოლიტიკაში შვაბ არისტოკრატიას და განსაკუთრებით კი გრაფ ფონ ვალზეეს ეყრდნობოდა, რის გამოც [[1291]] წელს აჯანყდა შტაიერის, ხოლო [[1295]] წელს ავსტრიის არისტოკრატია. [[ვენა|ვენის]] მოსახლეობაც ოტოკარ პრემისლის უფრო კმაყოფილი იყო, ვიდრე ალბრეხტის. თუმა ამ უკანასკნელმა [[1296]] წელს ვენას ქალაქის უფლებები მიანიჭა (ეს უფლებები პირველად იქნა [[გერმ.|გერმანულ ენაზე]] შედგენილი).
 
[[1298]] წელს [[კურფიურსტი|კურფიურსტებმა]] [[1292]] წელს ალბრეხტის ნაცვლად მეფედ არჩეული [[ადოლფი (სრი)|ადოლფ ფონ ნასაუ]] ტახტიდან გადააყენეს და მის ნაცვლად ალბრეხტი დასვეს. [[1298]] წლის [[2 ივლისი|2 ივლისს]] [[ბრძოლა გიოლჰაიმთან|გიოლჰაიმის რაინდთა ბრძოლაში]] ალბრეხტმა გაიმარჯვა და ადოლფ ფონ ნასაუ ბრძოლაში მოკლეს. იმავე წელს ალბრეხტმა ზავი დადო [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] მეფე [[ფილიპ IV (საფრანგეთი)|ფილიპ IV ლამაზთან]], რომელთანაც მანამდე სასაზღვრო კონფლიქტი ჰქონდა და დაუმოყვრდა კიდეც ამ უკანასკნელს.
 
ალბრეხტმა შეძლო საფუძველი ჩაეყარა ევროპაში ჰაბსბურგების ჰეგემონიისათვის. [[1306]] წლის [[4 აგვისტო|4 აგვისტოს]] გარდაიცვალა [[ბოჰემია|ბოჰემიის]] მეფე [[ვენცელ III (ბოჰემია)|ვენცელ III]] და ალბრეხტმა შეძლო ტახტზე თავისი ვაჟის [[რუდოლფი (ბოჰემია)|რუდოლფის]] დასმა. მიუხედავად ბოჰემიის ქალაქების წინააღმდეგობასა რუდოლფმა ტახტი შეინარჩუნა და ალბრეხტმა აიძულა ბოჰემიელები რუდოლფი მეფედ ეღიარებინათ.
 
გერმანული საბაჟო სადგურებისთვის კონფლიქტში ალბრეხტმა ასეთივე შეუდრეკელობა გამოიჩინა და აიძულა გერმანელი არქიეპისკოპოსები და [[პფალცგრაფი|რაინის პფალცგრაფი]] მის ნებას დამორჩილებოდნენ. პაპის [[ბონიფაციუს VIII]]-ის წინააღმდეგობის გამო ალბრეხტმა ვერ შეძლო კურფიურსტთა კოლეგიის დაშლა. [[1303]] წელს იგი იძულებული გახდა დაეთმო პაპისათვის და მის წინაშე ყმობის ფიცი დაედო, რაც მის უფლებებს საგრძნობლად კვეცავდა იტალიაში.
 
ერთი წლის შემდეგ [[1304]] წელს გარდაიცვალა რუდოლფი, ალბრეხტის ვაჟი, ხოლო თვითონ ალბრეხტი [[1308]] წელს მოკლული იქნა. მკვლელები იყვნენ მისი ძმისშვილი იოჰანი, რუდოლფ II-ის ვაჟი, (ამ მკვლელობისათვის მეტსახელად „პარიციდად“ – „მამისმკვლელად“ მონათლული), ბარონები; რუდოლფ ფონ ვარტი, რუდოლფ ფონ ბალმი და ვალტერ ფონ ეშენბახი და რაინდი კონრად ფონ ტაგერნფელდი. ქრონიკების მიხედვით მკვლელობის მოტივი ალბრეხტის მიერ იოჰანისადმი საზღაურის არგადახდა იყო.
 
ალბრეხტის მემკვიდრე ჰერცოგის ტახტზე მისი ვაჟი [[ფრიდრიხ III (სრი)|ფრიდრიხ ლამაზი]] გახდა. ხოლო მეფის ტახტზე [[ჰაინრიხ VII (სრი)|ჰაინრიხ VII ფონ ლუქსემბურგი]] გახდა.
 
 
 
 
{{თარგი:საღვთო რომის იმპერიის მონარქები}}