სათავადო: განსხვავება გადახედვებს შორის

+ ბმულები
(+ბმულები)
(+ ბმულები)
*სათავისთაო
 
სახასო ეწოდებოდა სათავადოს სამფლობელოს ნაწილს, რომელიც სათავადოში შემავალი ოჯახების საერთო მფლობელობაში იყო. სახასი მამულს განაგებდა თავადი სხვა სახლიკაცებთან შეთანხმებით. აქედან მიღებული შემოსავლიდან აძლევდნენ ისინი „სახელმწიფო ხარჯს“, დანარჩენს კი ოჯახებს შორის იყოფდნენ. თავადს სახასო შემოსავლიდან შემოსავლის 2 წილი ეკუთვნოდა („საუფროსო“„[[საუფროსო]]“), დანარჩენ ოჯახებს — თითო წილი („საუმცროსო“„[[საუმცროსო]]“).
 
საუფლისწულო მამული თავადიშვილის ოჯახს მიცემული ჰქონდა დროებით — სარჩოდ და საცხოვრებლად. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს საუფლისწულო შეიძლებოდა სხვა ოჯახს გადასცემოდა. საუფლისწულოდან მის დროებით მფლობელს არც რაიმეს გაყიდვა შეეძლო, არც რაიმე ცვლილების შეტანა ყმა გლეხთა ფეოდალურ ვალდებულებაში (მაგ., გააზატება-გათარხნება, გადასახადის შეცვლა-შემცირება და სხვა). ასეთი რამ მხოლოდ სათავადოს სხვა წევრების დაკითხვით და საერთო თანხმობით შეიძლებოდა მომხდარიყო. სათავადოს უფროსს (თავადს) ხელი არ მიუწვდებოდა საუფლისწულოს შინაურ საქმეებზე, მისი გამგებლობა თავადიშვილს ეკითხებოდა.