ახალციხის საფაშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის შეცვლა: en:Eyalet of Childir
No edit summary
ხაზი 7:
ახალციხის საფაშოს ოთხი სანჯაყი ბოძებული იყო „იურთლუქისა“ და „ოჯაქლიქის“ წესით კერძო საკუთრებად, რომელთა გამგებლები (გამაჰმადიანებული ქართველები ბეგები) მემკვიდრეობით ფლობდნენ მათ. ეს სანჯაყები არ იყო გაერთიანებული „დავთარში“, არ ექვემდებარებოდა ოსმალეთის საგადასახადო სისტემას და მათი შემოსავალი ბეგებს ეკუთვნოდა, ხოლო თვით სანჯაყ-ბეგი ადმინისტრაციული დამოუკიდებლობითა და მართლმსაჯულების უფლებით სარგებლობდა.
 
ახალციხის საფაშოში ოსმალრბმაოსმალებმა ძალდატანებით დაიწყეს ისლამის გავრცელება. ქართველ ფეოდალების ნაწილი რენეგატობის გზას დაადგა. მხოლოდ გლეხობა ინარჩუნებდა დიდხანს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მშობლიურ ენას, ზნე-ჩვეულებებს, ეროვნულ ტრადიციებს. ახალციხის საფაშო ოსმალეთისათვის ხელსაყრელი პლაცდარმი იყო, ერთი მხრით, დასავლეთ საქართველოს სამეთვალყურეოდ და ქართლ-კახეთის წინააღმდეგ, მეორე მხრით, კავკასიის მთიელ აბრაგებთან დასაკავშირებლად. ახალციხის საფაშო იქცა ტყვეთა სყიდვის ცენტრად და მთიელი აბრაგების საბუდრად,საიდანაც ორი საუკუნის მანძილზე ავაზაკთა ბრბოები გამუდმებით თავს ესხმოდნენ და არბავდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას.
 
1828-1829 რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად ახალციხე და მისი სანახები განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონიბოსაგან. XIX საუკუნის შუა წლებიდან ახალციხის საფაშო გაუქმდა, ხოლო ოსმალთა მფლობელობაში დარჩენილი ტერიტორიები ოსმალეთა სხვადასხვა პროვონციებს შეუერთდა.