ვულკანური კრატერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:MountKaguyakMount Cameroon craters.jpg|მინი|300პქ|მოზრდილი კრატერი ([[ალასკა (შტატი)|ალასკა]], აშშ).]]
'''ვულკანური კრატერი''' ({{lang-grc|κρατήρ}} — ჯამი) — [[დედამიწა|დედამიწის]] [[ხმელეთი|ხმელეთზე]] წარმოქმნილი ჯამისებრი ან ძაბრისებრი ღრმული. ჩნდება ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. დიამეტრი ათეული [[მეტრი|მეტრიდან]] რამდენიმე [[კილომეტრი|კილომეტრამდე]]. სიღრმე რამდენიმე მეტრიდან ასეულ მეტრამდე. კრატერის დიამეტრი იშვიათად აჭარბებს 2-2.5 კმ-ს, რითაც განსხვავდება [[კალდერა|კალდერისგან]]. კრატერის პირველეული ფორმა, რომელშიც იგულისხმება ვულკანისა და კრატერის კავშირი, წარმოადგენს [[მაარი|მაარს]] — დედამიწის ზედაპირის ჩაღრმავებას, რომელიც გარშემორტყმულია ვულკანური წარმოშობის ფხვიერი დაბალმთიანი ბორცვებით.
 
განასხვავებენ კონუსისებურ და ფარისებურ ვულკანურ კრატერებს. კონუსისებრი ვულკანური კრატერის კედლები ხშირად ციცაბო და კლდოვანია. ფსკერი დაფარულია ფხვიერი მასალით. მოქმედი ვულკანების კრატერებისთვის დამახასიათებელია [[ფუმაროლები|ფუმაროლური]] ამონთხევები. ფსკერი მთლიანად იმ შემთხვევაში იფარება, თუ ფიქსირდება პაროქსიზმული ერუფცია. ფარისებრი ვულკანების კრატერი განირჩევა დიდი ზომით. კედლები ვერტიკალურია ან ტერასულ-საფეხურებისებრი, ფსკერი ბრტყელი, დაკავებულია [[ლავა|ლავით]]. აღსანიშნავია, რომ კრატერს ყველა [[ვულკანი]] არ ტოვებს.
 
ვულკანური კრატერი ჩვეულებრივ, [[ვულკანი]]ს [[მწვერვალი|მწვერვალზე]] ან კალთაზე მდებარეობს. კრატერის ფსკერზე ერთი ან რამდენიმე ვულკანური ყელია, რომლის მეშვეობით ზედაპირზე ამოდის [[ლავა]] და სხვა ვულკანური პროდუქტები. ზოგჯერ კრატერის ფსკერი უკავია [[ტბა]]ს ან ახლად შექმნილ მცირე ზომის [[ვულკანური კონუსი|ვულკანურ კონუსს]]. ვულკანური ტბა ოვალური ფორმისაა და სანაპირო ხაზი თითქმის დაუნაწევრებული. თუკი ტბა დიდი ზომისაა, იგი ხშირად მნიშვნელოვან სიღრმესაც აღწევს. ასეთი ტბები არის მაგ., [[კამჩატკის ნახევარკუნძული|კამჩატკის ნახევარკუნძულზე]].
 
==იხილეთ აგრეთვე==