ვულკანო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 33:
| დამატებითი ინფო =
}}
'''ვულკანო''' ({{lang-scn|Vurcanu}}) — პატარა ვულკანური კუნძული [[ტირენიის ზღვა]]ში. ეკუთვნის [[იტალია]]ს. [[სიცილია|სიცილიიდან]] ჩრდილოეთით მდებარეობს დაახლოებით 25 კმ-ში. [[ლიპარის კუნძულები]]ს ყველაზე სამხრეთი ნაწილი. ფართობი 21 კმ², სიმაღლე 499 მ. ამჟამად კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით
[[რელიეფი]] რთულია. სანაპირო ციცაბოა, თუმცა ადგილ-ადგილ განვითარებულია ქვიშის [[პლაჟი]]. ბევრია [[ფუმაროლები|ფუმაროლები]], რის ხარჯზე განვითარებულია აბაზანები. არის აგრეთვე გოგირდის ცხელი წყაროები, რომელთა [[ტემპერატურა]] მერყეობს 35°C-იდან 50°C-მდე. კუნძულის სამხრეთი ნაწილი უფრო ამაღლებულია ვიდრე ჩრდილოეთი. აქვეა განლაგებული უძველესი ვულკანური კონუსები, მათ შორის მონტე-არია (499 მ), მონტე-სარაკენა (481 მ), მონტე-ლუჩია (188 მ). კუნძულის ცენტრალურ ნაწილი ამაღლებულია ფოსას ვულკანური კონუსის სახით, რომლის მწვერვალზე არის დიდი ზომის [[კრატერი (ღრმული)|კრატერი]]. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილშია მთა [[ვულკანელო]] (123 მ), რომელიც კუნძულებთან შერთებულია ვიწრო [[ყელი|ყელით]]. ძვ. წ. 123 წელს მოხდარი ამოფრქვევის შედეგად ვულკანელო განცალკევებული [[კუნძული]]ს სახით წარმოიქმნა. [[1553|1553 წელს]] ვულკანოდან წამოსულმა ლავურმა ნაკადმა შექმნა ვიწრო ყელი, რომლის შედეგად ვულკანელო გარდაიქმნა [[ნახევარკუნძული|ნახევარკუნძულად]]. კუნძულ ვულკანოზე უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა [[1888]]-[[1890]] წწ.
განვითარებულია [[ტურიზმი]].
ხაზი 54:
* [http://www.volcano.si.edu/world/volcano.cfm?vnum=0101-05= ვულკანოს შესახებ] {{en}}
* [http://www.swisseduc.ch/stromboli/perm/vulcano/index-de.html ვულკანოს შესახებ] {{de}}
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:იტალიის ვულკანები]]
|