თორელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თორელები''', დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების [[საქართველო]]ში. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მამულიდან - [[თორი]] (ახლანდელი [[ბორჯომის რაიონი|ბორჯომის რაიონში]]). თორის წარმომავლობაზე სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს სხვადასხვა აზრი: [[სარგის კაკაბაძე|ს. კაკაბაძე]] თორელებს მიიჩნევს [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] საგვარეულოს განშტოებად. [[ლევან მუსხელიშვილი|ლ. მუსხელიშვილის]] აზრით, თორელების სახლი უკავშირდება [[სამძივრები|სამძივართა]] გვარს, ნ. შოშიაშვილს მიაჩნია, რომ თორელების სახლი წარმოიქმნა გამრეკელთა საგვარეულოდან (პირველად იხსენიება X საუკუნეში), ხოლო გამრეკელი, გვარის აღმნიშვნელი სიტყვა, თორელებში იქცა სახელად. მართლაც XII საუკუნიდან გამრეკელი სახელად გვხვდება მხოლოდ თორელებისა და მათი შთამომავლების - [[ჯავახიშვილები]]ს გვარში (ისევე, როგორც კახა).
 
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება (ს. კაკაბაძე, ნ. შოშიაშვილი, [[სარგის ცაიშვილი|ს. ცაიშვილი]]), რომ XII-XIII საუკლუნეების გენიალური ქართველი პოეტი [[შოთა რუსთაველი]] თორელების საგვერეულოდან იყო და რუსთაველი იმიტომ ეწოდა, რომ [[მესხეთი]]ს რუსთავს ფლობდა სამამულედ. ამას მხარს უჭერს ის გარემოება, რომ თორელების საგვარეულო მესხური იყო და ამ საფეოდალოში შედიოდა რუსთავი, აგრეთვე ისიც, რომ იერუსალიმის [[ჯვრის მონასტერი]]ს აღაპში შოთა იხსენიება [[ეჭურჭლეთუხუცესიმეჭურჭლეთუხუცესი|მეჭურჭლეთუხუცესად]]. ეს [[სახელო]] კი ამ პერიოდში თორელებს ეპყრათ.
 
XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის 60-იან წლებამდე თორელების სახლის თავადები (ე. ი. ფეოდალური საგვარეულოს უფროსები) იყვნენ როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები (ახალქალაქის [[ერისთავთერისთავი|ერისთავთერისთავები]]), ისე დარბაზის რიგის მოხელეები - უწყების მეთაურები ([[ამილახვარი|ამილახვრები]], [[ამირსპასალარი|ამირსპასალარები]], მეჭურჭლეთუხუცესები). ამასთან ერთად, თორელებს ზოგჯერ განსაგებლად ეძლეოდათ სახასო ქვეყნის (ე. ი. სამეფო დომენის) რომელიმე ნაწილიც. მაგ. 1163 წელს ანისის გამგებელი ყოფილა [[კახა თორელი]]. ასევე საგამგებლოდ ჰქონდათ თორელებს, როგორც ჩანს, საუფლისწულო დომენი - ძამის ხეობა - და სამეფო დომენი - "კარული ქვეყანა" (კარის მიმდგომი მხარე). ორივე ეს მხარე მათ შემდეგ საკუთარ მამულად აქციეს ("კარული ქვეყანა" თორელ-ახალციხელებს 1270-იან წლებში მედროვე სადუნ მანკაბერდელმა წაართვა). თორელებმა ხელთ იგდეს სხვა მამულებიც: ახალციხე (სამცხეში), ღობიეთი (ჯავახეთში), ქვემო (ქვემო ქართლში), ძამა (შიდა ქართლში). ამის მიხედვით წარმოიქმნა თორელთა საგვარეულო განშტოებები: [[ახალციხელები|ახალციხელი]], [[ღობიარები|ღობიარი]], ქვეშელი, ძამელი. XII საუკუნიდან თორელების ფეოდალური მფლობელობა გავრცელდა თეძმის ხეობაზეც. აქ XIII საუკუნეში ჩამოყალიბდა თორელ-ჯავახიშვილთა ახალი საფეოდალო, რომელიც XIV საუკუნიდან იქცა ჯავახიშვილთა სათავადოდ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თორელები“-დან