ბორჯომის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Borjomi Valley.jpg|thumbმინი|340px340პქ|ბორჯომის ხეობა]]
'''ბორჯომის ხეობა''' — მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობა, [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტის]] ფარგლებში, სოფელ [[აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)|აწყურიდან]] (სამხრეთ-დასავლეთი) სოფელ [[ტაშისკარი|ტაშისკარამდე]] (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი). მისი სიგრძეა დაახლოებით 60 კმ. ხეობის ფერდობებს ქმნის [[მესხეთის ქედი|მესხეთისა]] და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედები]]. ბორჯომის ხეობა [[ახალციხე (ქალაქი)|ახალციხის]] ქვაბულს [[შიდა ქართლის ვაკე|შიდა ქართლის ბართან]] აკავშირებს. გენეტურად ტექტონიკური-ეროზიული ღრმა (1300-1500 მ) გამკვეთი ხეობაა, მდებარეობს [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 710-900 მ. აგებულია ძლიერი დანაოჭებული პალეოგენური, უმთავრესად [[ანდეზიტი|ანდეზიტური]] ტუფბრექჩიებით და ფლიშური წყებებით. ბაკურიანის ლავური ნაკადის ბოლო ქალაქ [[ბორჯომი|ბორჯომთან]] მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირამდე აღწევს.
 
ხაზი 5:
 
ბორჯომის ხეობაში გადის ელექტროფიცირებული რკინიგზა და საავტომობილო გზატკეცილი. მთის ზომიერი [[ჰავა]] და უნიკალური სამკურნალო წყაროები საკურორტო მეურნეობისათვის ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს ქმნიან. ხეობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი კლიმატური-ბალნეოლოგიური კურორტებია: [[ბორჯომი]], [[ბაკურიანი]], [[ახალდაბა (დაბა)|ახალდაბა]], [[წაღვერი]], [[ციხისჯვარი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)|ციხისჯვარი]], [[ცემი]], [[ტბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)|ტბა]] და სხვა.
[[File:Bordschomi.jpg|მინი|340პქ|მარჯვნივ|ბორჯომის ხეობა ქალაქ ბორჯომთან]]
[[File:Bordschomi.jpg|thumb|340px|right|]]
ისტორიულ-გეოგრაფიული ბორჯომის ხეობა უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. სახელწოდება „ბორჯომის ხეობა“ პირველად [[1819]] წლის საბუთში გვხვდება. მანამდე მას სადგერი ხეობა ეწოდებოდა (XV საუკუნიდან) და მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (მოიცავდა სოფელ სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისგან შედგებოდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია. II-IV საუკუნეებში აქ თორის საერისთავო დაარსდა, რომელსაც [[XV საუკუნე|XV საუკუნამდე]] თორის მხარე ეწოდებოდა. [[XV საუკუნე|XV საუკუნეში]] აქ [[ავალიშვილები|ავალიშვილთა]] სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა. [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] ბოლოს ბორჯომის ხეობა სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლეობა ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი [[ზემო ქართლი|ზემო ქართლსა]] და [[იმერეთი|იმერეთს]] შეეხიზნა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორჯომის_ხეობა“-დან