მარცვლოვანნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.1) (ბოტის დამატება: zea:Gors
No edit summary
ხაზი 19:
მარცვლოვანთ ხშირად ყოფენ 2 ან რამდენიმე (12-მდე) ქვეოჯახად. 25 (60-მდე) ტრიბად. [[საქართველო]]ში მარცვლოვანთა 100-მდე გვარის 330 სახეობა გვხვდება. მარცვლოვანნი თითქმის ყველგან არიან გავრცელებული, სადაც კი მცენარეული საფარია. ხშირად დიდ ტერიტორიებს იკავებენ. განსაკუთრებით დიდი როლი მიეკუთვნებათ მდელოს, ველის (ტეპის), პრერიის, პამპისა და სავანის ბალახნარში. მარცვლოვანნიეკონომიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ოჯახია. მათ განეკუთვნება ისეთი კულტურული პურეული მცენარეები, როგორიცაა [[ხორბალი]], [[ბრინჯი]], [[სიმინდი]], [[შვრია]], [[ჭვავი]], [[ქერი]], [[ქვრიმა]], [[ღომი]], [[სორგო]], აგრეთვე [[შაქრის ლერწამი]] და სხვა. ველური და კულტივირებული მარცვლოვანნი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ერთ-ერთი ძირითადი საკვებია.
 
ზოგიერთ მარცვლოვანს იყენებენ საჭმელად, სახამებლის, [[სპირტი]]ს, [[ქაღალდი]]სა და არომატული ზეთების მისაღებად. ზოგს — საშენ მასალად, ლიქიორისა და არყის წარმოებაში, სამკურნალო და დეკორატიულ მცენარედ, ზოგს — ფხვიერი ნიადაგებისა და ქვიშების გასამაგრებლად. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ფესურიან მარცვლოვანთა (ჭანგა, [[გლერტა]], [[თივაქარათივაქასრა]], [[ნამიკრეფია]] და სხვა) გამოყენება ეროზიის საწინააღმდეგოდ მათი ფესვთა სისტემის ძლიერად განვითარების გამო. იგივე მცენარეები კარგია [[აეროდრომი]]ს, [[იპოდრომი]]ს, სტადიონისა და გაზონის მოსაწყობად. ზოგი მარცვლოვანნი აბეზარა, ძნელად მოსასპობი სარეველაა. ასეთია: [[ვირჯინიული ურო]], [[ლაკარტია]], [[ჭანგა]], [[გლერტა]], [[შვრიუკა]] და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარცვლოვანნი“-დან