ეროვნული უშიშროება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: lt:Nacionalinis saugumas (deleted), el:Εθνική ασφάλεια (deleted) შეცვლა: tr:Millî güvenlik
No edit summary
ხაზი 9:
ქართულ ენაში ტერმინების "უშიშროების" (security) და "უსაფრთხოების" (safety) გამოყენების პრობლემის შესახებ.
[[საქართველო]]ში ამ ბოლო დროს მკვიდრდება სამწუხარო ტენდენცია. ზოგიერთ ქართულ სიტყვას სამუდამო გაქრობა ემუქრება.
[[ქართული ენა|ქართულ ენაში]] არსებობს ორი ტერმინი "უშიშროება" და "უსაფრთხოება" და, გამოყენების თვალსაზრისით, თითოეულს შინაარსის შესაბამისი თავთავიანთი ბუნებრივი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ტრადიციულად საქართველოში ტერმინი "უშიშროება" იხმარებოდა შემდეგ კონტექსტში: "ქვეყნის უშიშროება", "უშიშროების საბჭო", "სახელმწიფო უშიშროების დაცვა" და სხვ., ტერმინ "უშიშროებას" იგივე კონტექსტში იყენებდა [[სოლომონ დოდაშვილი]]: „რომელ მტკიცე მარჯვენა მეფისა ჰზრუნავს უშიშროებისათვის ჩვენისა და ყოველივე დაბორკილებანი აღხოცეს" <ref>იხ., ''[[სოლომონ დოდაშვილი|დოდაშვილი ს.]]" წერილი ტფილისიდან პეტერბურგს ძმისადმი. ჟურნ. "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", 1832, #2, გვ.47.</ref> [[ალექსანდრე ჭავჭავაძე]] 1837 წელს ნიკოლოზ პირველისადმი წარდგენილ „საქართველოს მოკლე ისტორიულ ნარკვევი და მდგომარეობა 1801-1831 წლამდე", იყენებს ტერმინს უშიშროება: „უშიშროება არ იყო არც ქალაქად არც სოფლად" <ref> "[[ალექსანდრე ჭავჭავაძე|ჭავჭავაძე ალ.]]" თხზულებანი, 1940, გვ.243.</ref> [[ილია ჭავჭავაძე]]ც [[1889]] წელს "ივერიაში" (#90) გამოქვეყნებულ წერილში "...რომ ჩვენი მიჯნა სამხრეთისა საქართველოზედ შორს გაედგა მოსვენებისა და უშიშროებისათვის..." <ref>იხ., ''[[არჩილ ჯორჯაძე|ჯორჯაძე ა.]]''. წერილები. თბ., "მერანი", 1989. გვ.63-64.</ref>
იგივე ტერმინს იყენებს "ქვათა ღაღადში" _ "მას აქეთ, რაც [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგმა გორგასალმა]] ჩრდილოეთით უშიშარ და უზრუნველ ჰყო მაშინდელი საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიიმართა იმაზე, რომ სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი". <ref>''[[ილია ჭავჭავაძე|ჭავჭავაძე ი.]]''. თხზ., ტ.1, 1984, გვ. 805.</ref>
ტერმინი "უსაფრთხოება" კი განსხვავებულ კონტექსტში იხმარება, მაგალითად, "[[ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა]]" და სხვ.