კორეის ნახევარკუნძული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: jv:Semenanjung Korea
No edit summary
ხაზი 16:
|წარწერა=
}}
'''კორეის ნახევარკუნძული''' მდებარეობს [[აღმოსავლეთ აზია]]ში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია დაახლოებით 1, 100 კმ-ზე, კონტინენტური აზიიდან [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]]. შემოსაზღვრულია [[იაპონიის ზღვა|იაპონიის ზღვით]] (''აღმოსავლეთით''), [[აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა|აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვით]] (''სამხრეთით'') და [[ყვითელი ზღვა|ყვითელი ზღვით]] (''დასავლეთით''). იაპონიის კუნძულებისგან გამოყოფს [[კორეის სრუტე]].
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასასრულამდე, კორეა წარმოადგენდა ერთიან პოლიტიკურ ერთეულს, რომელიც მთლიან [[ნახევარკუნძული|ნახევარკუნძულს]] მოიცავდა. [[1953]] წელს, [[კორეის ომი]] სამხედრო ზავით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნახევარზე ჩამოყალიბდა [[კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა]], ხოლო სამხრეთ ნახევარზე - [[სამხრეთ კორეა|კორეის რესპუბლიკა.]]
[[ფაილი:Korea satelliet.jpg|მინი|left|250პქ|თანამგზავრული ფოტო]]
კორეის ნახევრაკუნძულის ჩრდილოეთი საზღვრები ემთხვევა ჩრდილოეთ კორეის [[სახელმწიფო საზღვარი|საზღვრებს]] მის მეზობლებთან - [[ჩინეთი|ჩინეთთან]] (''საზღვრის სიგრძე 1, 416 კმ'') და [[რუსეთი|რუსეთთან]] (''საზღვრის სიგრძე 19 კმ''). ეს საზღვრები ბუნებრივი საზღვრებს წარმოადგენს და გადის მდინარე [[იალუ]]სა და მდინარე [[ტუმენი|ტუმენზე]]. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნახევარკუნძულის მთლიანი ფართობი შეადგენს 220,847 კმ²-ს.
 
ნახევარკუნძულს [[ჩრდილოეთ კორეა]]ში უწოდებენ ''ჩოსონ-პანდოს'' (조선반도; 朝鮮半島), [[სამხრეთ კორეა]]ში კი ''ჰან-ბანდოს'' (한반도; 韓半島).
 
კორეის ნახვევარკუნძულის 70 % მთებითაა დაფარული. უმაღლესი მწვერვალია მთა [[პეკტუსანი]] (2, 744 მ).
 
==რესურსები ინტერნეტში==