გიორგობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:St George, Georgia (15th c).jpg|thumb|200px|წმ. გიორგის ხატი, XV ს.]]
'''გიორგობა''', [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] წმინდანის, [[გიორგი კაპადოკიელი]]ს სახელობის დღეობა. [[ქრისტიანული საეკლესიო კალენდარი|საეკლესიო კალენდრის]] მიხედვით, აღინიშნებოდა [[23 აპრილი|23 აპრილს]] და [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა: [[ქართლი|ქართლში]] - გერისთობა, უსანეთობა, [[ატოცობა]]; [[კახეთი|კახეთში]] - [[ალავერდობა]], თეთრი გიორგობა; [[სამეგრელო|სამეგრელოში]] — [[ილორობა]] და სხვა.
 
== ხალხური ლეგენდა ==
ხაზი 8:
დღეს უკვე დრომოჭმული [[ფრიდრიხ ენგელსი|ენგელსის]] [[კულტურული სტადიალიზმი]]სა და [[მარქსიზმ-ლენინიზმი|მარქისტულ-ლენინური]] ეთნოგრაფიული სკოლის მიმდევარ მკვლევართა მოსაზრებით ([[ივანე ჯავახიშვილი|ივ. ჯავახიშვილი]], [[ვერა ბარდაველიძე]] და სხვ.),<ref>[http://www.mapageweb.umontreal.ca/tuitekj/publications/Tuite-1996-revKiknadze.pdf Kevin Tuite, Highland Georgian paganism — archaism or innovation? Review of Zurab K’IK’NADZE. 1996. kartuli mitologia, I. !vari da saq’mo. Université de Montréal, for: Annual of the Society for the Study of the Caucasus]</ref><ref>[http://www.mapageweb.umontreal.ca/tuitekj/publications/Tuite-Marr.pdf Kevin Tuite (Université de Montréal), The reception of Marr and Marrism in the Soviet Georgian academy. Socialist Era Anthropology in the Caucasus and Central Asia — 23-24 April, 2009. Max Planck Institute for Social Anthropology, Halle]</ref> გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, [[ფალოური]], მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო [[იკონოგრაფია|იკონოგრაფიულად]] ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.
 
ამ მკვლევართა აზრით, ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ [[ღვთაება|ღვთაებებს]], რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო [[ზვარაკი]]ს [[მსხვერპლშეწირვა|შეწირვა]]: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.<ref>ბარდაველიძე ვ., "აღმოსავლეთ„აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები"ძეგლები“, ტ. 1- ფშავი, თბ., 1974</ref>
 
კახეთში - [[14 აგვისტო|14 აგვისტოს]] იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული "ხატის„ხატის მონები"მონები“. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა "ხატის„ხატის მონა"მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
 
სამეგრელოში, [[სუჯუნის ტაძარი|სუჯუნის ტაძარში]], [[23 აპრილი|23 აპრილის]] ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის "ნებას"„ნებას“ აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგობა“-დან