ჟაკ-ლუი დავიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის შეცვლა: ro:Jacques-Louis David
– ეპითეტი
ხაზი 1:
[[ფაილი:David Self Portrait.jpg|thumb|right|'''დავიდი''', ავტოპორტრეტი (1794)]]
 
'''ჟაკ ლუი დავიდი''' ([[ფრანგები|ფრანგ.]] Jacques-Louis David); (*[[30 აგვისტო]] [[1748]], [[პარიზი]]—[[29 დეკემბერი]] [[1825]], [[ბრიუსელი]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] [[მხატვარი]], ფრანგული [[ნეოკლასიციზმი|ნეოკლასიციზმის]] დამაარსებელი. დიდმა მხატვარმა პროფესიული განათლება [[პარიზი|პარიზის]] ფერმწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიაში მიირო. [[1774]] წელს მან პირველი პრემია დაიმსახურა კონკურსში. ამან მას საშუალება მისცა ანტიკური ხელოვნების შესასწავლად [[იტალია]]ში გამგზავრებულიყო სახელმწიფო ხარჯით. იტალიაში მოგზაურობამ, მას თვალწინ გადაუშალა [[ანტიკური ხანა|ანტიკური სამყაროს]] სიდიადე და მშვენიერება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.
 
დავიდი იზიარებდა განმანათლებლობის შეხედულებებს, რომ ხელოვნება ადამიანში მაღალ მოქალაქეობრივ გრძნობებს უნდა აყალიბებდეს. ეს აზრი მან [[რომის რესპუბლიკა|ძველი რომის რესპუბლიკის]] ისტორიის მაგალითებით გადმოსცა. განმანათლებელთა შეხედულებების თაყვანისმცემელი, თავისუფლების და რესპუბლიკური იდეების მქადაგებელი მხატვარი [[1789]] წლის [[საფრანგეთის რევოლუცია]]ს აღფრთოვანებული შეხვდა. იგი [[რევოლუცია|რევოლუციის]] ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო. ის იყო [[ეროვნული კონვენტი]]ს დეპუტატი. მან მხარი დაუჭირა [[მეფე|მეფის]] სიკვდილით დასჯას. მან მოაწყო და მხატვრულად გააფორმა მრავალი რევოლუციური ზეიმი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟაკ-ლუი_დავიდი“-დან