მიწისქვეშა წყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Oasis in Libya.jpg|thumb|280პქ|right|მიწისქვეშა წყლები ([[აფრიკა]])]]
'''მიწისქვეშა წყალი''' — [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ნაწილის ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში მყოფი წყალი.
მიწისქვეშა წყალი თავმოყრილია ფხვიერ, ფორიან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე [[კარსტი|კარსტულ]] სიცარიეელებში. სიმძიმის ძალის გავლენით მოძრავ მიწისქვეშა წყალს ეწოდება ''გრავიტაციული'' ანუ თავისუფალი წყალი, ხოლო [[ქანი (გეოლოგია)|ქანებთან]] მოლეკულური ძალებით შეკავშირებულს - ბმული წყალი (ჰიგროსკოპული, აფსკური, კაპილარული და კრისტალიზაციური).
 
მიწისქვეშა წყლით გაჟღენთილ ქანთა ფენების (წყლიანი ჰორიზონტების) ერთობლიობა ქმნის წყლიან კომპლექსს.
ქანებს წყალშეღწევადობისა და წყალგაცემის სხვადასხვა უნარი აქვს. წყალშეღწევადობის უნარის მიხედვით გამოყოფენ :
* ''წყალშეღწევად'' (ფხვიერი და დანაპრალებული მასიური ქანები),
* ''ნაწილობრივ წყალშეღწევად'' (წვრილმარცვლოვანი და თიხიანი ქვიშაქვები, ლიოსი, ტორფი, მერგელი);