გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 53:
| ქვეყანა={{GEO}}
}}
'''გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი''' — [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] სახელობის მონასტერი [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]] სამონასტრო კომპლექსში, [[დავითის ლავრა|დავითის ლავრის]] დასავლეთით 12 კმ-ზე. დაარსებულია [[VI საუკუნე|VI]]-[[VII საუკუნე]]ებში [[დავით გარეჯელი]]ს მოწაფის ლუკიანეს[[ლუკიანე]]ს მიერ<ref>ზ. თვალჭრელიძე, გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნო-მონასტერი, ძეგლის მეგობარი, 80, თბ., 1988 წ. გვ., 12</ref>. წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს.
 
მონასტერი გამოკვეთილია ზღვიური წარმოშობის ქვიშაქვებისაგან შედგენილი კლდის მასივში. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] II ნახევრის [[კანკელი]]ა. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.