ოიდიპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რამოდენიმე → რამდენიმე |
No edit summary |
||
ხაზი 4:
ოიდიპოსის დედას მითებში ეპიკასტეს უწოდებენ, იოკასტე მას ტრაგიკოსებმა შეარქვეს. ოიდიპოსის მამას უწინასწარმეტყველეს, რომ მას მოელოდა თავისი შვილის ხელით სიკვდილი. ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან აცილების მიზნით, როდესაც მას ვაჟი შეეძინა, ფეხები შეუკრა (ოიდიპუს ნიშნავს ფეხებშეკრულს) და მონას გადასცა გადასაგდებად, მაგრამ მონას შეეცოდა ჩვილი და აღსაზრდელად მისცა მწყემსებს [[კორინთო|კორინთოში]]. არსებობს მითის ძველი ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც მამამ ბავშვი თვითონ გადააგდო ზღვაში, მაგრამ ტალღებმა იგი ნაპირზე ცოცხალი გარიყეს და სიკიონის მეფემ იგი შვილად აიყვანა. როდესაც ოიდიპოსი გაიზარდა, დელფოს [[ორაკული|ორაკულმა]] უწინასწარმეტყველა, რომ მამას მოკლავდა და დედას ცოლად შეირთავდა. ამ საშინელი წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა ოიდიპოსმა გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო და სასწრაფოდ გაეცალა კორინთოს. გზაში მას, ერთ–ერთ გზაჯვარედინზე შეეჩეხა ვინმე დიდებული, რომელიც შეედავა, შემდეგ შეებრძოლა და შემდეგ შემოაკვდა კიდეც. მასთან ერთად ოიდიპოსმა მისი მთელი ამალა ამოხოცა ერთის გარდა, რომელმაც გაქცევით უშველა თავს. ამის შემდეგ ოიდიპოსი წავიდა თებეში და შესასვლელში მიადგა [[სფინქსი|სფინქსს]], რომელიც დარაჯობდა ქალაქის შესასვლელს და შესვლის მსურველთ უსვამდა კითხვას: "რა არის ისეთი, რაც დილას დადის ოთხ ფეხზე, შუადღისას – ორზე, და საღამოს – სამზეო", გამოცანას ვინც ვერ გამოიცნობდა, სფინქსი ყველას ჭამდა. ოიდიპოსმა გამოიცნო ეს გამოცანა – უპასუხა ეს ადამიანიაო, ამით გამწარებული სფინქსი უფსკრულში გადაიჩეხა. თებე განთავისუფლდა ამ საშინელი ურჩხულისაგან და მადლიერმა თებელებმა გმირს ახლად დაღუპულ მეფის ულამაზესი ქვრივი და სამეფო ტახტი შესთავაზეს. ოიდიპოსმა მიიღო შენათავაზები ჯილდო და თებეს მეფე გახდა. იოკასტეს და ოიდიპოსის ქორწინების შედეგად დაიბადნენ ვაჟები: ეტეოკლე და პოლინიკე და ქალები: [[ანტიგონე]] და ისმენე.
გარკვეული ხნის შემდეგ ქვეყანას შიმშილი და ჭირი მოედო. დელფოს სამისნოს წინასწარმეტყველების მიხედვით ყოველივე ამას არ მოეღებოდა ბოლო, მანამ ქალაქიდან ლაიოს მეფის მკვლელი არ გაძევდებოდა. ოიდიპოსი შეუდგა დამნაშავის ძებნას. გარკვეული დროის შემდეგ მან მიაგნო ლაიოსის ამალიდან გადარჩენილ ერთადერთ მოხელეს და მისგან გაიგო საშინელი ამბავი: რომ ის დიდებული, რომელიც მან რამდენიმე წლის
[[კატეგორია:ბერძნული მითოლოგია]]
|