ვაჟა ოკუჯავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
1961 წლიდან – 2000 წლამდე ვაჟა ოკუჯავა არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ნევროლოგიის განყოფილების გამგე, [[2000]] – დან [[2006]] წლამდე ამავე სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორია. [[2006]] წლიდან — საქართველოს განათლების სამინისტროს [[საჯარო სამართლის იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. ამავე წლიდან არის თსუ–ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
 
[[1967]]–[[1968]] წლებში მიწვეული იყო სამუშაოდ, როგორც მეცნიერი; ნევროლოგიურ დაავადებათა და ინსულტის ეროვნულ ინსტიტუტში ბეთესდასა და მერილენდში (აშშ), 1970 წელს კი [[მაინის ფრანკფურტი|მაინის ფრანკფურტში]] (გერმანია), მაქს პლანკის სახელობის ტვინის კვლევის ინსტიტუტში. იყო მრავალი სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორი და მონაწილე, რამოდენიმერამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის კონსულტანტ–რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი.
 
ვაჟა ოკუჯავას ნაშრომები ეძღნებოდა თავის ტვინის ნერვული უჯრედების ბიოფიზიკური თვისებებისა და ელექტრული აქტივობის, [[თავის ტვინი]]ს ეპილეფსიური აქტივობის ნატიფ–ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების, ნეიროფარმაკოლოგიური ნივთიერებების მოქმედების ბუნების, ადამიანისა და ცხოველთა ძილ–ღვიძილის ციკლის ფიზიოლოგიური საფუძვლების და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლას. იყო ორასზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 5 [[მონოგრაფია|მონოგრაფიის]] ავტორი. მისი კვლევების ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ნევროლოგიურ დაავადებათა მოდელირება და მათი ნეიროფიზიოლოგიური კვლევა, ეპილეფსიის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლა, ნევროლოგიური ელექტრო–დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწა და განვითარება, ნეიროფარმაკოლოგიური სამკურნალწამლო შენაერთების მონიტონირება და მათი ფარმაკოკინეტიკისა და მეტაბოლიზბის კვლევა, [[მეხსიერება|მეხსიერების]] შესაძლო ნეირობიოლოგიური მექანიზმების გამოკვლევა ნეირონულ დონეზე, ქცევათმეცნიერული კვლევები, მეხსიერების ფორმები და მათი დარღვევების პრობლემები, ფსიქოპათოლოგიურ მოვლენათა მოდელირება და ა.შ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_ოკუჯავა“-დან