სელტიკი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

გუნდს, რომელსაც თავიდანვე ჩინებული ფეხბურთელები გააჩნდა, მალე უფრო სერიოზული სპორტული მიზნები ჰქონდა, და 1893 წელს მან თავისი პირველი ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი სელტიკს შოტლანდიაში თანატოლი არ ჰყავდა, მან 1905-1919 წლებში კიდევ თერთმეტჯერ გაიმარჯვა შოტლადიის ჩემპიონატში, და აგრეთვე ექვსჯერ მოიპოვა ეროვნული თასი. 1922-1937 წლებში გუნდში თამაშობდა ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიის ყველაზე გამორჩეული ბომბარდირი, ჯიმი მაკგრორი (Jimmy McGrory). ეროვნული ლიგის 408 თამაშში მას საოცარი 410 გოლი აქვს გატანილი, სულ მთლიანად ოფიციალურ თამაშებში კი - 550. ორივე ეს მონაცემი არა მხოლოდ [[შოტლანდია|შოტლანდიის]], არამედ მთელი [[ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] რეკორდს წარმოადგენს.<ref>http://www.fifa.com/worldfootball/clubfootball/news/newsid=823367.html</ref> მაკგრორი შემდეგ ოცი წლის განმავლობაში გუნდს წვრთნიდა, მაგრამ ეს პერიოდი (1945-1965) კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა, და მან მხოლოდ ერთხელ, 1954 წელს, იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამის მიუხედავად, 1957 წელს მაკგრორის გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც მან ლიგის თასის ფინალში "რეინჯერსი" 7-1 გაანადგურა, რაც აგრეთვე ბრიტანეთის ეროვნული თასების ფინალების რეკორდს წარმოადგენს.<ref>http://celticfc.net/home/about/briefHistory.aspx</ref>
 
სელტიკი [[უეფა]]-ს ევროთასების დაარსებამდეც ხშირად გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზე, და მას რამოდენიმერამდენიმე პრესტიჟული ტურნირი, როგორც 1914 წლის "ბუდაპეშტის თასი",<ref>http://www.thecelticwiki.com/page/Budapest+Cup</ref> 1938 წლის "იმპერიის თასი",<ref>http://www.thecelticwiki.com/page/Empire+Exhibition+Cup</ref> და 1953 წლის "დაგვირგვინების თასი" აქვს მოგებული, სადაც მან [[ინგლისი|ინგლისის]] წამყვან გუნდებს სძლია.<ref>http://www.thecelticwiki.com/page/Coronation+Cup</ref> ევროპის კონტინენტზე კი სელტიკმა უფრო გვიან, სწორედ ევროთასების მეშვეობით მოიპოვა თავისი დიდი სახელი.
 
=== "ოქროს ხანა" ===