რობერტ პილი: განსხვავება გადახედვებს შორის

(უნივერსტეტი → უნივერსიტეტი)
==შინაგან საქმეთა მინისტრი==
 
1822 წელს, რობერტ პილი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. ამ თანამდებობაზე მან რამოდენიმერამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. მათ შორის იყო მეტროპოლიტენის პოლიციის ჩამოყალიბება (მეტროპოლიტენის აქტი 1829), კრიმინალური იურისპუნდენციის რეფორმა, რომლითაც პილმა სიკვდილით დასჯად დანაშაულთა რაოდენობა შეამცირა და სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმა, რომელიც პატიმართათვის ხელფასის და განათლების მიცემას ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ლორდი ლივერპული უძლური შეიქმნა შეესრულებინა პრემიერის ფუნქციები, იგი პოსტზე ჯორჯ კანინგმა შეცვალა, რასაც პილის შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადადგომა მოყვა. პილს და კანინგს კათოლიკეთა ემანსიპაციის თემაზე საპირისპირო მოსაზრებები გააჩნდათ; პილი ემანსიპაციის ერთ-ერთი ცნობილი ოპონენტი იყო, მანინგი კი ემხრობოდა ემანსიპაციას. პრემიერი ჯორჯ მანინგი ოთხ თვეში გარდაიცვალა, პრემიერის პოსტი მცირე ხნით ლორდ გოდერიჩმა დაიკავა. თუმცა, იგი მალე შეცვალა პილის დიდი ხნის მხარდამჭერმა ლორდ უელინგტონმა რასაც პილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაბრუნება მოყვა. ამ პერიოდის განმავლობაში, პოლიტიკური მნიშვნელობის მხრივ, პილი მეორე ფიგურად ითვლებოდა მთელს ტორების პარტიაში, თავად თავადი უელინგტონის შემდეგ.
 
კათოლიკეთა ემანსიპაციის მომხრეთა ზეგავლენა ახალ კაბინეტზე საკმაოდ დიდი აღმოჩნდა რასაც ემანსიპაციის შესახებ კანონმდებლობის შემოღება მოჰყვა. პილმა, რომელიც პარლამენტში [[ოქსფორდის უნივერსიტეტი|ოქსფორდის უნივერსიტეტის]] (რომელთაგან ბევრი ანგლიკანები იყვნენ) წარმოადგენდა, დატოვა მისი საპარლამენტო პოსტი. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ გაერთიანებული სამეფოს კაბინეტში მხოლოდ პარლამენტის წევრს შეუძლია იმსახუროს, პილმა გადაინაცვლა მომდევნო ჯიბის ოლქის, ამჟამად უესტბერის, წარმომადგენლად პარლამენტში. პილის პროტეჟე, [[უილიამ გლადსტონი]] მომავალში სწორედ პილს მიბაძავდა 1847-65 წლებში პარლამენტში ოქსფორდის წარმომადგენლობით, სანამ იგი პილის მსგავსად სწორედ საეკლესიო თემაზე დამარცხებული არ დატოვებდა ამ პოსტს.