პადანის დაბლობი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|250პქ|მდებარეობა '''პადანის დაბლობი''', ას...
(განსხვავება არ არის)

16:12, 17 ნოემბერი 2011-ის ვერსია

პადანის დაბლობი, ასევე ცნობილი როგორც პოს ხეობა ან პოს დაბლობი (იტალ. Pianura Padana ან Val Padana) — იტალიის ერთ-ერთი მთავარი გეოგრაფიული მახასიათებელი. იშლება დაახლოებით 650 კმ-ზე, აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებით, 46 000 კმ² ტერიტორიაზე. ასევე მოიცავს ვენეციის დაბლობს, რომელიც არაა დაკავშირებული პოს აუზთან. გადაჭიმულია დასავლეთ ალპებიდან ადრიატიკის ზღვამდე. ვენეტოსა და ფრიულის რეგიონების დაბლობებს ხშირად განცალკევებით მოიხსენიებენ, რადგან ისინი არ მიეკუთვნებიან მდინარე პოს აუზს, მაგრამ ისინი რეალურად განუყოფელი დაბლობის შემადგენელი ნაწილებია.

მდებარეობა

დაბლობი გამოირჩევა უძველესი კანიონების სისტემით, რომლებიც აპენინებიდან ჩრდილოეთით, ალპებამდე იშლება და ადრიატიკის ჩრდილოეთ ნაწილსაც მოიცავს. მდინარე პოს გასწვრივ დაბლობის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლეობით 4 მეტრია. მას გადაკვეთს მრავალი მდინარე, რომლებიც სათავეს ჩრდილოეთით, ალპებში ან სამხრეთით, აპენინებში იღებენ.