მიხეილ ლომონოსოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დაემატა/გასწორდა კატეგორია)
 
ლომონოსოვის სამეცნიერო მოღვაწეობა შეიძლება დაიყოს 3 პერიოდად: [[1748]]-მდე იგი ძირითად [[ფიზიკა|ფიზიკისა]] და [[ქიმია|ქიმიის]] საკითხებზე მუშაობდა, [[1748]]-იდან უმეტესად [[ქიმია|ქიმიურ პროცესებს]] სწავლობდა, ხოლო [[1753]]-იდან სიცოცხლის ბოლომდე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ბუნებისმეტყველებისა და გამოყენებითი მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლების საქმეს რუსეთში. მისი თაოსნობის შედეგად [[1755]] წელს მოსკოვში შეიქმნა [[მოსკოვის უნივერსიტეტი|უნივერსიტეტი]], რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.
[[ფაილი:LomonosovMGU Shubin(Moscow 1792State University) New building-3.jpg|მინი|მარცხნივ|180პქ|მიხეილ ლომონოსოვის ბიუსტიძეგლი. მოქანდაკე[[მოსკოვის ფ.სახელმწიფო შუბინი.უნივერსიტეტი]]]]
ლომონოსოვის მეცნიერული გამოკვლევები [[ქიმია]]სა და [[ფიზიკა]]ში ემყარებოდა წარმოდგენებს ნივთიერების ატომურ-მოლეკულური აღნაგობის შესახებ. ლომონოსოვმა გადაწყვიტა ამ წარმოდგენების საფუძველზე დაეწერა დიდი „კორპუსკულური ფილოსოფია″. ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა; მისი ფიზ. და ქიმ. შრომების დიდი ნაწილი უნდა განვიხილოთ როგორც მოსამზადებელი მასალა ამ სამუშაოსათვის. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო მოძღვრების განვითარება მატერიის „არამგრძნობიარე″ (ე. ი. არასაგრძნობი) ნაწილაკების — „კორპუსკულების″ (მოლეკულების) შესახებ. ლომონოსოვს შესაძლებლად მიაჩნდა ნივთიერების ყველა თვისების ამომწურავად ახსნა კორპუსკულების სხვადასხვა წმინდა მექანიკური მოძრაობის შესახებ არსებული წარმოდგენების მეშვეობით (კორპუსკულები ატომებისაგან შედგება). ამრიგად, ლომონოსოვის თეორიაში არ არის განხილული [[ცეცხლი]]ს, [[სინათლე|სინათლის]], სითბოს მატერიები და სხვა სპეც. მატერიები (მთელი სივრცის შემავსებელი ეთერის გამოკლებით).
მან დაუშვა, რომ სითბოს განაპირობებს ნივთიერების ნაწილაკთა ბრუნვითი მოძრაობა. მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიას ლომონოსოვმა საფუძვლად დაუდო მოძრაობისა და მატერიის შენახვის ფილოს. პრინციპის თავისი ფორმულირება: „... [[ბუნება]]ში მომხდარი ყველა ცვლილება მდგომარეობის არსის მიხედვით ისეთია, რომ რამდენიც ერთ სხეულს წაერთმევა, იმდენივე დაემატება მეორეს. ბუნების ეს საყოველთაო კანონი ვრცელდება მოძრაობის წესებზეც: რადგან სხეული, რომელიც თავისი ძალით ამოძრავებს მეორეს, რამდენსაც თვითონ კარგავს, იმდენს ანიჭებს მეორეს, რომელიც მისგან მოძრაობას ღებულობს″ (Полн. собр., т. 3, 1952, с. 383). ლომონოსოვი თვლიდა, რომ ნივთიერებისა და მოძრაობის შენახვის კანონები ძირითადი კანონებია, რომლებიც არ მოითხოვს შემოწმებას ბუნებისმეტყველების აქსიომებით.