მიხეილ ლომონოსოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
ლომონოსოვმა „ცეცხლოვანი მატერიის″ (ფლოგისტონის) შესახებ მოძღვრების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად გაიმეორა [[რობერტ ბოილი]]ს ცდა, რომელმაც დახშულ ჭურჭელში მოათავსა [[ლითონი]] და გააცხელა იგი. ჭურჭლის გახსნის შემდეგ ბოილმა აწონა ჭურჭელი მასში წარმოქმნილი ხენჯით, და აღმოაჩინა, რომ დამწვარი ლითონი უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე სუფთა ლითონი, რაც „ცეცხლოვანი მატერიის″ მინის კედლებში შეღწევით ახსნა. ლომონოსოვმა ბოილისაგან განსხვავებით ლითონის შემცველი ჭურჭლის გაცხელების შემდეგ მასში [[ჰაერი]] არ შეუშვა და, რასაკვირველია, წონა უცვლელი დარჩა. ლომონოსოვი დარწმუნდა, რომ „სახელოვანი რობერტ ბოილის აზრი მცდარია ვინაიდან გარე ჰაერის შეუშვებლად დამწვარი ლითონის წონა უცვლელი რჩება″. ამგვარად, ლომონოსოვმა თავისი თანამედროვე მეცნიერებისაგან განსხვავებით „ცეცხლოვანი მატერია″ გამორიცხა ქიმ. აგენტების სიიდან და ახლო მივიდა წვისა და ჟანგვის პროცესების სწორ გაგებასთან. ლომონოსოვს ღრმად ესმოდა ქიმიისა და ფიზიკის კავშირი. [[1752]]-[[1753]] წწ. მან წაუკითხა სტუდენტებს კურსი „ჭეშმარიტი ფიზიკური ქიმიის შესავალი″. ლომონოსოვმა დაამუშავა ქიმიური ობიექტების ფიზიკურად გამოსაკვლევი ხელსაწყოები (ვისკოზიმეტრი - სიბლანტის გასაზომად, რეფრაქტომეტრი -
გარდატეხის მაჩვენებლის განსასაზღვრავად და სხვ.). ლომონოსოვი ყურადღებით იკვლევდა ატმოსფერული ელექტრობას გ. რიხმანთან ერთად. მათ დაამუშავეს სპეციალური აპარატურა — „მეხის მანქანა″. ლომონოსოვი უშვებდა, რომ ელექტრული ველი განპირობებულია ეთერის ნაწილაკების ბრუნვითი მოძრაობით. მნიშვნელოვანი იყო ლომონოსოვის მიერ ე. წ. „ღამის სამზერი მილის″ გამოგონება. უ. ჰერშელზე ადრე ლომონოსოვმა ააგო არეკვლითი (სარკული) ტელესკოპი, რომელსაც არ ჰქონდა დამატებითი ბრტყელი სარკე. [[1761]] წ. 26 მაისს მზის დისკოზე ვენერას გავლისას ლომონოსოვმა ამ უკანასკნელის ატმოსფერო აღმოაჩინა, რასაც დაუკავშირა [[ვენერა (პლანეტა)|ვენერას]] გავლისას მზის კიდის ერთგვარი განრთხმა. თავისივე კონსტრუქციის საქანის საშუალებით, რომლის ამპლიტუდა და რხევის მიმართულება დიდი სიზუსტით იზომებოდა, ლომონოსოვი დედამიწის გრავიტაციასაც იკვლევდა.
[[ფაილი:Lomonosov Grave.jpg|მინი|მარჯვნივ|180პქ|მიხეილ ლომონოსოვის საფლავი, [[სანქტ-პეტერბურგი]].]]
[[1751]]-დან ლომონოსოვმა დაიწყო რუსეთის ისტორიის სისტემატური შესწავლა, მან შეადგინა ძვ. რუსეთის ისტორია [[1054]]-მდე. აკრიტიკებდა ნორმალურ თეორიას და სხვ.