პროტესტანტული რეფორმაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎რეფორმაცია გერმანიის გარეთ: გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება)
===შვეიცარია===
გერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა [[ულრიხ ცვინგლი]]ს თაოსნობით [[შვეიცარია]]შიც დაიწყო. რეფორმაციული იდეები ახლად გამოგონილი [[საბეჭდი მანქანა|საბეჭდი მანქანების]] წყალობით უცბად გავრცელდა ორივე ქვეყანაში, თუმცა მათ შორის იყო იდეოლოგიური განსხვავებები. ცვინგლის მიმდევრები თვლიდნენ, რომ გერმანული რეფორმაცია კონსერვატული იყო და ისინი უფრო რადიკალურ ცვლილებებს ემხრობოდნენ. შვეიცარიელი რეფორმაციონერები დღეისთვის ცნობილი არიან [[ანაბაპტისტები]]ს სახელით.
===ჟან კალვინი===
[[ფაილი:Calvin 1562.jpg|მინი|ჟან კალვინი]]
{{მთავარი|ჟან კალვინი}}
ლუთრის [[განკვეთა|განკვეთისა]] და რეფორმაციის დაგმობის შემდეგ [[ჟან კალვინი]]ს ნაშრომები პოპულარული გახდა და ხელი შეუწყო სხვა და სხვა დაჯგუფებების გაერთიანებას, როგორც შვეიცარიაში ასევე გერმანიასა [[უნგრეთი|უნგრეთსა]] [[შოტლანდია]]სა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. [[ჟენევა]] გახდა პროტესტანტული მოძრაობის არაოფიციალური [[დედაქალაქი]].
 
რეფორმაცია იდეოლოგიურად დაუკავშირდა [[ავგუსტინელთა ორდენი|ავგუსტიანელობას]]. როგორდ ლუთერი ასევე კალვინიც იყენებდნენ [[ნეტარი ავგუსტინე]]ს სწავლებებს. ეს მათ [[პალაგიანიზმი]]ს წინააღმდეგ უბიძგებდა. მიუხედავად იმის რომ ორივეს სწავლება იყო ძალიან მსგავსი მათ შორის ურთიერთობა იყო ძალიან დაძაბული და კონფლიქტამდეც კი მივიდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==