პროტესტანტული რეფორმაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად "ქრისტეს ნაცვლის", ასევე საეკლესიო მოძღვრის, როგორც მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკებ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. ნაშრომში "ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ", ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა [[მარხვა]], მომლოცველობა, [[აღსარება]], წმინდანთა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან ის მხოლოდ ორს – ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა.
<!-- interwiki -->
 
==რეფორმაცია გერმანიის გარეთ==
===შვეიცარია===
გერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა [[ულრიხ ცვინგლი]]ს თაოსნობით [[შვეიცარია]]შიც დაიწყო. რეფორმაციული იდეები ახლად გამოგონილი [[საბეჭდი მანქანა|საბეჭდი მანქანების]] წყალობით უცბად გავრცელდა ორივე ქვეყანაში, თუმცა მათ შორის იყო იდეოლოგიური განსხვავებები. ცვინგლის მიმდევრები თვლიდნენ, რომ გერმანული რეფორმაცია კონსერვატული იყო და ისინი უფრო რადიკალურ ცვლილებებს ემხრობოდნენ. შვეიცარიელი რეფორმაციონერები დღეისთვის ცნობილი არიან [[ანაბაპტისტები]]ს სახელით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==