ჯულია ლენონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის დამატება: ru:Леннон, Джулия
ხაზი 61:
ჯულიას სასიკვდილოდ დაეჯახა სტანდარდ ვანგარდის ავტომობილი ნომრით LKF 630, რომელსაც მართავდა პოლიციელი მოსწავლე მძღოლი ერიკ კლაგი. შემდგომში მან განაცხადა: „მისის ლენონმა უბრალოდ გაირბინა ჩემს წინ. მე არანაირად არ შემეძლო ამეცილებინა მისთვია. არ ამიჩქარებია, გეფიცებით. ეს იყო უბრალოდ ერთ-ერთი იმ საშინელ მოვლენათაგაგანი, რაც ხდება“. კლაგი გამართლებულ იქნა ყველა ბრალდებისაგან და მხოლოდ დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება. როდესაც მიმიმ ვერდიქტი მოიმინა, ის ისე განრისხდა, რომ კლაგს მთელი ხმით უყვიროდა „მკვლელო!“. მოგვიანებით კლაგმა დატოვა პოლიცია და გახდა ფოსტალიონი. აღსანიშნავია, რომ 1964 წელს მისი მოვალეობის სფეროში შედიოდა, მიეტანა ფანების წერილებით სავსე ტომრები [[პოლ მაკარტნი]]ს სახლში — [[20 Forthlin Road|ფორტლინ როუდის 20]] ნომერში.
 
ჯონმა ვერ შეძლო შეეხედა დედამისის გვამისათვის, როდესაც ის სანახავად იქნა მიყვანილი სეფტონის მთავარ საავადმყოფოში და ის იმდენად იყო დადარდიანებული, რომ მთელი პანაშვიდის განმავლობაში მიმის მუხლებში ჰქონდა თავი ჩარგული. ამ ამბის შემდეგ ჯონი რამოდენიმერამდენიმე თვის მანძილზე არ ელაპარაკებოდა უოლის.
 
ჯულია დაკრძალულ იქნა ალერტონის სასაფლაოზე ლივერპულში. მის საფლავზე წარწერა არ გაკეთებულა, თუმცა ახლახანს ამოცნობილ იქნა „CE (Church of England - ინგლისის ეკლესია) 38-805“ ნომრის მიხედვით. სასაფლაოზე ეს ადგილი მდებარეობს ბლუმფილდ როუდის 1 შენობიდან დაახლოებით 1.19 კილომეტრის მოშორებით აღმოსავლეთით. სტენლების ოჯახი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ გაკეთდება ჯულიას საფლავზე წარწერა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_ლენონი“-დან