გერმანელი ამერიკელები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გერმანელ-ამერიკელები
(განსხვავება არ არის)

21:29, 16 ნოემბერი 2011-ის ვერსია

გერმანელ-ამერიკელები (ინგლ. German Americans, გერმ. Deutschamerikaner) არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები,რომლებიც გერმანელ ემიგრანტთა ჯგუფებს მიეკუთვნებიან,თვითონ ან თავიანთი წინაპრები წარმოშობით არიან გერმანიიდან,ან ცხოვრობდნენ გერმანელებით დასახლებულ მიწებზე ევროპაში.

ღია ლურჯისფრად გერმანელ-ამერიკელები

2000 წელს აშშ-ში ჩატარებულ სახალხო აღწერაში 42 800 000-მა ადამიანმა,ანუ ამერიკის მოსახლეობის 15,2%-მა აღნიშნა რომ ის გერმანელია,ან ჰყავს გერმანელი წინაპრები.

ისტორია

გერმანელმა ემიგრანტებმა ამერიკის ტერიტორიაზე დასახლება მე-17 საუკუნის მიწურულს დაიწყეს. თავდაპირველად გერმანული დასახლებები წარმოიშვა პენსილვანიის შტატში,რომლის მოსახლეობის 2/3 1775 წელს გერმანულენოვანი იყო. პენსილვანიაში ჩამოყალიბდა გერმანული ენის ერთ-ერთი ფორმა ე.წ. პენსილვანიური გერმანული( Pennsylvania Dutch),რომელზეც დღესაც ლაპარაკობენ ამერიკაში მცხოვრები გერმანელების ნაწილი.

1848 წელსა და 1-ელ მსოფლიო ომს შორის დაახლოებით 6 000 000-მა გერმანელმა მიაშურა ამერიკას. ემიგრაციის მთავარი მიზეზი ეკონომიური სიდუხჭირე იყო. გერმანელი ემიგრანტების დისკრიმინაციას ამერიკაში არ ჰქონია ადგილი. მათი ინტეგრაცია ამერიკულ საზოგადოებაში ადვილად ხდებოდა. გერმანელებს დიდი გავლენა ჰქონდათ განსაკუთრებით ფინანსურ,პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებზე.

მას შემდეგ,რაც გერმანიაში ჰიტლერის მეთაურობით ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმი დამყარდა, კიდევ ასი ათასობით გერმანელმა დატოვა სამშობლო და ამერიკაში ემიგრანტად იქცა. დღეს-დღეობითაც საკმაოდ ბევრი გერმანელი მიდის ყოველ წლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად.


კულტურული მემკვიდრეობა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქების გერმანული სახელები

ამერიკაში არსებული უამრავი დასახლება ატარებს გერმანულ სახელებს,მათ შორის: ჰამბურგი(ნიუ-იორკი),შტუტგარტი(არკანზასი),აუგსბურგი(არკანზასი),ბისმარკი(ჩრდილოეთი დაკოტა),ფლენსბურგი(მინესოტა),ფრანკფორტი(კენტუკი),დრეზდენი(ოჰაიო),ახალი ბერლინი(ვისკონსინი),კილი(ვისკონსინი),ახალი ჰოლშტაინი(ვისკონსინი),ჰანოვერი(პენსილვანია),ბერლინი(ნიუ–ჰემფშირი),ჰანოვერი(ნიუ ჰემფშირი),კარლსრუე(ჩრდილოეთი დაკოტა),ახალი ულმი(მინესოტა),ახალი ტრიერი(მინესოტა),ბრემენი(ჯორჯია),ვაიმარი(ტექსასი) და ა.შ.