სარგის თმოგველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
1319685 ცვლილების გაუქმება 94.240.246.108-ის მიერ (განხილვა)
+ {{DEFAULTSORT:}}
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|თმოგველი}}
'''სარგის თმოგველი''', XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე [[ქართველები|ქართველი]] დიდებული, [[თმოგველები]]ს ფეოდალური სახლის ფუძემდებელი, [[ვარამ მხარგრძელი|ვარამ ზაქარიას ძე მხარგრძელი]]ს ძე. თმოგველი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. [[გიორგი რუსი|გიორგი რუსზე]] [[თამარითამარ მეფე|თამარის]] დაქორწინების შემდეგ ოთხმა მხარგრძელმა, მ. შ. სარგისმა, მოაწყვეს ძლევამოსილი ლაშქრობა თურქთა წინააღმდეგ [[დვინი]]ს მხარეში. თამარ მეფის წინააღმდეგ ფეოდალთა ამბოხების დროს სარგისი, სხვა მხარგრძელებთან ერთად, თამარს ემხრობოდა. ამბოხების ჩაქრობის შემდეგ თამარმა დააჯილდოვა თავისი ერთგული ფეოდალები, კერძოდ, სარგისს უწყალობა იმხანად გარდაცვლილი [[ამირსპასალარი]]ს [[გამრეკელი თორელი (XII ს.)|გამრეკელ თორელის]] [[საკარგავი]] - [[თმოგვის ციხე]] (ჯავახეთში), რის შემდეგაც სარგისი იწოდა თმოგველად. თმოგველი მონაწილეობდა [[შამქორის ბრძოლა (1195)|შამქორის ბრძოლაში]]ში (1195), [[შალვა ახალციხელი|შალვა ახალციხელთან]] ერთად მონაპირეობდა (ე. ი. იცავდა საზღვრებს) ჯავახეთში და მასთანავე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარის (ახლანდელი [[ყარსი]]) ციხის თურქებისაგან გასათავისუფლებლად. ზოგი მეცნიერი მას მწერალ [[სარგის თმოგველი (მწერალი)|სარგის თმოგველთან]] აიგივებს.
==ლიტერატურა==
*'' კაკაბაძე ს.,'' თმოგველთა გვარის ისტორიისათვის, ტფ., 1913;
*''მისივე,'' წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წგნ. 1, ტფ., 1914;
*{{ქსე|4|687-688|შოშიაშვილი ნ.}}
*''შოშიაშვილი ნ.,'' [[ქსე]], ტ. 4, გვ. 687-688, თბ., 1979
 
{{DEFAULTSORT:თმოგველი, სარგის}}
 
[[კატეგორია:ქართველი დიდებულები]]