რუსთავი (ანსამბლი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
{{უკატეგორიო}}
ანსამბლი “რუსთავი” დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 4000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში.
ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. "რუსთავის" ყოველ წევრს აქვს ძალზე დიდი შემოქმედებითი დატვირთვა. ქართული ხალხური სიმღერის სტრუქტურა განაპირობებს ანსამბლის წევრთა შემოქმედებით თანასწორუფლებიანობას, რაც თითოეული მომღერლისაგან მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, ოსტატობასა და საშემსრულებლო კულტურას.