ტბელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ტბელები''', დიდ [[აზნაური|აზნაურთა]] საგვარეულო IX-X [[საუკუნე]]ების [[საქართველო]]ში. სახელწოდება მიიღეს თავიანთი მამულიდან - [[შიდა ქართლი]]ს [[ტბეთი (გორის მუნიციპალიტეტი)|ტბეთიდან]].
 
[[X საუკუნე]]ში ტბელები ყველაზე დიდი ფეოდალური საგვარეულო იყო შიდა ქართლში. საფეოდალო მდებარეობდა [[ლიახვის ხეობა]]ში (სოფლები: ტბეთი, [[ერედვი]], [[ნიქოზი]], [[ბორცვისჯვარი]], [[დოდოთი]] და სხვ.). მათი საგვარეულო ტაძრები იყო ერედვის [[წმინდა გიორგი]]ს, სოფელ დოდოთის ცხრაკარისა და სოფელ ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესიები. საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი [[ივანე ტბელი]] (X საუკუნის I მეოთხედი) [[ქართლი]]ს ფეოდალ-სენიორი და [[ერისთავი]] ყოფილა. შემდეგში ტბელებმა დაკარგეს ერისთავობა (ქართლის ერისთავებად [[აფხაზეთის სამეფო|აფხაზეთის მეფეები]] ნიშნავდნენ დასავლეთ საქართველოს დიდ ფეოდალებს), მაგრამ მაინც ძლიერ ფეოდალურ სახლს წარმოადგენდნენ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ როგორც აფხაზთა (დასავლეთ საქართველო) მეფეების, ისე [[ტაო-კლარჯეთი]]ს [[ბაგრატიონები]]ს მისწრაფებას, ხელთ ეგდოთ ქართლი.
 
[[920]]-იან წლებში ტბელებმა მხარი დაუჭირეს ქართლის გამგებელს [[კონსტანტინე (კოსტანტი)|კონსტანტინე]]ს, აფხაზთა მეფის [[გიორგი II (აფხაზთა მეფე)|გიორგი II]]-ის ძეს, მამის წინააღმდეგ აჯანყებაში. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფე გიორგიმ სასტიკად დასაჯა შვილი, ზოგიერთი ტბელი მშვიდობით გაუშვა, ზოგი კი [[ვასპურაკანი|ვასპურაკანში]] გადაასახლა. შესაძლოა ვასპურაკანში გადასახლებული ტბელების შთამომავალი იყოს [[XIII საუკუნე]]ში [[სტეფანოზ ორბელიანი]]ს თხზულებაში მოხსენიებული ივანე ტბელი რომელიც ვასპურაკანის დედაქალაქ [[დვინი|დვინში]] ცხოვრობდა. X საუკუნის 80-იან წლებში ტბელები სათავეში ჩაუდგნენ ქართლის აზნაურების ბრძოლას [[ბაგრატ III]]-ის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდნენ. საგვარეულოში ყველაზე გავრცელებული სახელები იყო ქავთარი და ივანე, გვხვდება ასევე პატრიკი, ოქროპირი და აბაზი. სახელი ''პატრიკი'' შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ ტბელებს IX ან X საუკუნეში ჰქონდათ [[ბიზანტია|ბიზანტიური]] ტიტული [[პატრიკი]] ([[VII საუკუნე]]ში გამოითქმოდა როგოც „პატრიკოსი“), რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქცა ამ საგვარეულოში. სახელი „აბაზი“ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ მათ კავშირზე [[აბაზასძენი|აბაზასძეებთან]] (შესაძლოა ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესიის ამჟამად დაკარგულ წარწერაში მოხსენიებული აბაზ ტბელის ძე ივანე არის [[აბაზასძე, ივანე|ივანე აბაზასძე]]). ზოგიერთი მონაცემით ტბელებს უკავშირდება ქართლის მეორე წარჩინებული საგვარეულო - [[ფავნელები]], რომელთა მემკვიდრეები - [[სურამელები]]ც ქართლის ერისთავები იყვნენ XIII საუკუნეში.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
ხაზი 11:
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|680|შოშიაშვილი ნ.}}
*ნ. ''შოშიაშვილი'', [[ქსე]], ტ. 9, გვ. 680. თბ., 1985
 
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტბელები“-დან