ტბელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
[[920]]-იან წლებში ტბელებმა მხარი დაუჭირეს ქართლის გამგებელს [[კონსტანტინე (კოსტანტი)|კონსტანტინე]]ს, აფხაზთა მეფის [[გიორგი II (აფხაზთა მეფე)|გიორგი II]]-ის ძეს, მამის წინააღმდეგ აჯანყებაში. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფე გიორგიმ სასტიკად დასაჯა შვილი, ზოგიერთი ტბელი მშვიდობით გაუშვა, ზოგი კი [[ვასპურაკანი|ვასპურაკანში]] გადაასახლა. შესაძლოა ვასპურაკანში გადასახლებული ტბელების შთამომავალი იყოს [[XIII საუკუნე]]ში [[სტეფანოზ ორბელიანი]]ს თხზულებაში მოხსენიებული ივანე ტბელი რომელიც ვასპურაკანის დედაქალაქ [[დვინი|დვინში]] ცხოვრობდა. X საუკუნის 80-იან წლებში ტბელები სათავეში ჩაუდგნენ ქართლის აზნაურების ბრძოლას [[ბაგრატ III]]-ის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდნენ. საგვარეულოში ყველაზე გავრცელებული სახელები იყო ქავთარი და ივანე, გვხვდება ასევე პატრიკი, ოქროპირი და აბაზი. სახელი ''პატრიკი'' შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ ტბელებს IX ან X საუკუნეში ჰქონდათ [[ბიზანტია|ბიზანტიური]] ტიტული [[პატრიკი]] ([[VII საუკუნე]]ში გამოითქმოდა როგოც „პატრიკოსი“), რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქცა ამ საგვარეულოში. სახელი „აბაზი“ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ მათ კავშირზე [[აბაზასძენი|აბაზასძეებთან]] (შესაძლოა ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესიის ამჟამად დაკარგულ წარწერაში მოხსენიებული აბაზ ტბელის ძე ივანე არის [[აბაზასძე, ივანე|ივანე აბაზასძე]]). ზოგიერთი მონაცემით ტბელებს უკავშირდება ქართლის მეორე წარჩინებული საგვარეულო - [[ფავნელები]], რომელთა მემკვიდრეები - [[სურამელები]]ც ქართლის ერისთავები იყვნენ XIII საუკუნეში.
 
== იხ.იხილეთ აგრეთვე ==
*[[ივანე ტბელი]]
*[[ქავთარ I ტბელი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტბელები“-დან